Baby Bag

ნახეთ როგორ უკრავს და მღერის მიხეილ ცაგარელი

ნახეთ როგორ უკრავს და მღერის მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სტუმრად გადაცემაში „პირადი ნივთები“.  

გაიგეთ ვარსკვლავთმრიცხველის პირადი ამბები, რომელიც ხშირად ყვება სხვებზე, მაგრამ თითქმის არადროს საკუთარ თავზე. 

ნახეთ როგორ უკრავს და მღერის მიხეილ ცაგარელი

შეიძლება დაინტერესდეთ

„სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ ერთთვიანი, ერთწლიანი, სამწლიანი შენახვის იოგურტები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ ერთთვიანი, ერთწლიანი, სამწლიანი შენახვის იოგურტები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვის კვებაში მაწონისა და სახლში დამზადებული იოგურტის ჩართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მაწონი მაინც ენდემურია ჩვენთვის და ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია. ყველა მშობელს მინდა ვურჩიო, შენახვის ვადა ყურადღებით წაიკითხონ. 2-დან 7 დღემდეა მაწონის შენახვის ვადა. სამწლიანი, ერთწლიანი შენახვის და ერთთვიანი იოგურტები სჯობს, ბავშვს არ შევთავაზოთ. ​იოგურტი ჩვენ მაწვნისგან სახლის პირობებში გავაკეთოთ. მაწონს მარცვლეული, ხილი დავუმატოთ, შევაზავოთ.“

„არასდროს პოლივიტამინებით მიკროელემენტები და მაკრონუტრიენტები არ შეიწოვება ისე, როგორც სწორად შერჩეული ბუნებრივი პროდუქტებისგან. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობელს საკმაოდ ხშირად აქვს კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბავშვი არ იღებს საკვებს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც არ იღებს საკვებს. არსებობს მშობელი, რომელიც ვერ აძლევს საკვებს. ბავშვი წავახალისოთ, საკვების მომზადებაში მივაღებინოთ მონაწილეობა. თუ იქნება ბავშვს და მშობელს შორის სწორი ალიანი, საკვებსაც მიიღებს, მედიკამენტსაც, მშობელთან ერთადაც ისეირნებს,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირდი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად