Baby Bag

სკამი, რომელიც ზაფხულში კოღოებისა და სხვა მწერებისგან დაგიცავთ

სკამი, რომელიც ზაფხულში კოღოებისა და სხვა მწერებისგან დაგიცავთ

ზაფხული მოგზაურობის, ლაშქრობების, სუფთა ჰაერზე ყოფნის პერიოდია. ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება დიდი დრო გაატარონ ბუნებაში. თუმცა არის ერთი დისკომფორტი - კოღოები და სხვა მავნე მწერები, რომლებიც მოსვენებას გვიკარგავენ. სწორედ ამიტომ თუ ბუნებაში გასვლას გადაწყვეტთ, გაიყოლეთ მწერებისგან დამცავი ეს სკამი და თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

წაიკითხეთ სრულად