Moms.ge
1. ცხოვრება არის... საინტერესო გაუგებრობა.
2. ხვალინდელი დღე... სიკვდილის პოტენციური თარიღი;
3. სამშობლო... ადგილი, სადაც საკუთარ თავს შევხვდი პირველად, როგორც ადამიანს;
4. დამოკიდებული ვარ... შიშებზე;
5. ვკარგავ... მოსვენებას;
6. მენატრება... სიმშვიდე;
7. თუ ვიქნებოდი პატიმარი... მეტი დრო მექნებოდა ფიქრისთვის;
8. მეგობარია, ის ვინც... გიძლებს;
9. ბავშვობაში მინდოდა... საღეჭი რეზინა, კოსმონავტობა;
10. ერთი დღით ვიქნებოდი... მილიარდერი;
11. ლიტერატურა ჩემთვის... გამოცდილების გააზრება...ემოციურის და გონისმიერის;
12. მოდა... კომფორტი;
13. ვკითხულობ... სპორტის ამბებს;
14. პერსონაჟი, რომელსაც საკუთარ თავს ვამსგავსებ... ჰეკლბერი ფინი;
15. ამქვეყნად მოვდივართ იმისათვის, რომ... არ ვიცი. ვიცი, რომ მოსვლის მერე გვემყარება მოქმედების გარდაუვლობა - „მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა“;
16. აუცილებელია, შვილებს ვასწავლოთ... ცუდი და კარგი გამოცდილებების გააზრება;
17. ჰობი... ფეხბურთი;
18. სიყვარული... მთავარი გამოწვევა;
19. მარცხი...წარმატება...
20. როცა ცუდ განწყობაზე ვარ... ვცურავ;
21. ღმერთის ჩემეული აღქმა... ღმერთი - მარადიული ძებნის წერტილი;
22. ქალს ალამაზებს... ძალა;
23. ბედისწერა... თავის მოტყუება;
24. ოდესღაც აღმოაჩენთ... სიკვდილს.
ესაუბრა ლანა ბიბილურიძე