MomsEdu.ge გთავაზობთ იაკობ გოგებაშვილის ორ ლექსს*, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ.
ნახეთ ლექსები:
ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია,
ყმაწვილსა კარგი სწავლითა
დედა გაუხარებია.
ბიჭო, ვისი ხარ მალხაზი,
დაურჩი დედაშენსაო;
საქმე რომ არა გქონდეს რა,
ჩამოირბინე ჩვენსაო;
გადგიშლი წიგნსა პატარას,
მეც მოგიჯდები გვერდსაო,
გასწავლი წერა-კითხვასა,
არაკებს გეტყვი ბევრსაო;
გიმღერებ და შენც გამღერებ,
ლექსებს გასწავლი ძველსაო
*აღნიშნული ლექსები ხალხური გახლდათ და იაკობ გოგებაშვილმა ზემოთ მოცემული სახით შემოგვთავაზა.