ეკატერინე ტიკარაძე სკოლების გახსნის მთავარ პირობას ასახელებს
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სკოლების გახსნის მთავარ პირობაზე ისაუბრა, მისი თქმით, სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია:
„სკოლების გახსნაში ერთ-ერთი მთავარი პირობა არის პედაგოგების მასიური ვაქცინაცია. ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ჩვენც ვეთანხმებით, რომ პედაგოგების სულ მცირე 80% უნდა იყოს აცრილი იმისთვის, რომ ჩვენ სკოლა უსაფრთხოდ ჩავთვალოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, ყველა შემოღებული ღონისძიებიდან გამომდინარე ეპიდსიტუაციის მაქსიმალური დასტაბილურება იმისთვის, რომ ჩვენმა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში, საკლასო სივრცეში სწავლება შეძლონ“, - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.