„ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 811 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 480 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 331 PCR ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 67, შიდა ქართლი - 78, გურია - 23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, კახეთი - 35, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628 საიდანაც:
6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 903, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 347.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში - 526, აჭარაში - 133, იმერეთში - 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 40, იმერეთში - 63.
1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 - თბილისში, 800- აჭარაში, 123 - იმერეთში.
14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 489 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, აჭარაში - 141, ხოლო იმერეთში - 7.
სულ 6 ოქტომბრიდან - 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 20 741 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 292 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 992 პირი, აჭარაში - 5 187, იმერეთში - 6 088, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
წაიკითხეთ სრულად