Baby Bag

„შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები (ვიდეო)

„შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები (ვიდეო)

შავი პარასკევი მადლიერების დღის მეორე დღეა აშშ-ში. ეს არის დღე, რომელიც ხშირად მიიჩნევა საშობაო ვაჭრობის დასაწყისად. აშშ-ში უამრავი მაღაზია სხვადასხვა პროდუქციაზე ამ დღეს მასშტაბურ ფასდაკლებებს და აქციებს აწყობს

ზოგიერთ შტატში შავი პარასკევი დასვენების დღეა. მთელი წლის განმავლობაში, ვაჭრობის მხრივ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ამ დღეს ფასდაკლებების მოწყობის ტრადიცია ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იღებს სათავეს, თუმცა ტერმინი „შავი პარასკევი“ 1966 წლიდან დამკვიდრდა. ტერმინის სამშობლოა ფილადელფიის შტატი და თავდაპირველად გამოიყენეს გზებზე დიდი საცობების აღსანიშნავად. 

„შავი პარასკევი“ 23-იდან 29 ნოემბრამდე შუალედში იმართება. 

ნახეთ „შავი პარასკევის“ „დაძაბული“ მომენტები

შეიძლება დაინტერესდეთ

აქსესუარი, რომელიც ყველა პატარძალს დასჭირდება

აქსესუარი, რომელიც ყველა პატარძალს დასჭირდება

​ქორწილი ყველა ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა. ამ დღეს პატარძლებს სურთ, რომ უნაკლოები იყვნენ. ისინი განსაკუთრებულად ემზადებიან: არჩევენ საუკეთესო სტილისტს, დიდხანს ფიქრობენ საქოწილო კაბასა და აქსესუარებზე, თუმცა რასაც ახლა თქვენ ნახავთ, ამას ვერც კი წარმოიდგენდით. 

ნახეთ ჩანთა, რომელიც პატარძალს ქორწილის დღეს ყველაზე დიდ კომფორტს შეუქმნის

წაიკითხეთ სრულად