Baby Bag

გააკეთეთ ასეთი საახალწლო დეკორაციები თქვენს მოსწავლეებთან ერთად და მორთეთ საკლასო ოთახი

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დღესასწაულისთვის სამზადისიც აქტიურ ფაზაში გადადის. საახალწლო განწყობას პატარ-პატარა აქსესუარები ქმნის, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც ჩვენივე ხელით არის შექმნილი​. სწორედ ამიტომ ​Moms.ge გთავაზობთ ვიდეოს, სადაც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ შეგიძლიათ, გააკეთეთ საახალწლო დეკორაციები თქვენს მოსწავლეებთან ერთად და მორთოთ საკლასო ოთახი. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, რა მასწავლებელი ხარ?!“

​„ნიშნები უნდა შევკრიბოთ და ჩავყაროთ კოცონში. ნიშნები იეზუიტების გამოგონებაა, რომ ჯოხი შეეცვალათ ციფრით და ბავშვი ფიზიკურად სკოლაში კი არ დაესაჯათ, არამედ მშობლებისთვის ეთქვათ, დასაჯეთ თქვენ თვითონ. 

ბავშვი რომ სახლში მივა, პირველი კითხვა რა არის? - რა მიიღე? ახლა ელექტრონული დღიური გამოიგონეს და დედა უკვე ცოცხით ხვდება ბავშვს.

მშობელთა კრებაზე რომ მივა დედა, მათემატიკის მასწავლებელს უნდა უთხრას, მე მათემატიკა არ მაინტერესებს, ეგ თქვენი საქმეა, უნდა ასწავლოთ ჩემს შვილს, აბა რა? - თუ ამას არ გააკეთებ, აბა რა მასწავლებელი ხარ, მაგრამ ბავშვს სულს უზრდის მასწავლებელი? ეს თქვა ილიამ - „აღზარდე შენ შვილის სული“, უზრდი სულს, აკვალიანებ? გურამიშვილისა არ იყოს, ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაოვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? - ეს ოთხი კითხვა თუ არ გაუჩინე ბავშვს, მაშინ რა მასწავლებელი ხარ?!“ - აღნიშნა აკადემოკოსმა შალვა ამონაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად