საყვარელი ადამიანის დაკარგვას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვა მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებს ადამიანები მტკივნეულად განიცდიან. მათ გაურკვევლობები და უსიამოვნო მოულოდნელობები ძალიან აშინებთ. ჩვენს სტატიაში ცნობილი ადამიანების 25 გამონათქვამს შემოგთავაზებთ, რომლებიც მოტივაციის ამაღლებაში დაგეხმარებათ და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას გაგიადვილებთ.
1. „ცვლილება მტკივნეულია, მაგრამ არაფერია იმაზე აუტანელი, ვიდრე იქ დარჩენა, სადაც უბედური ხარ,“ - მენდი ჰეილი.
2. „ვისაც საკუთარი აზროვნების გარდაქმნა არ შეუძლია, ის ვერასდროს ვერაფერს შეცვლის,“ - ჯორჯ ბერნარდ შოუ.
3. „ყველაფერი რთულია, მანამ სანამ არ გავამარტივებთ,“ - თომას ფულერი.
4. „ბედნიერების მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი დროა საჭირო,“ - ჯონ ვუდენი.
5. „ცვლილება გარდაუვალია, განვითარება - ნებაყოფლობითი,“ - ჯონ მაქსველი.
6. „მომავალში ბევრად უკეთესი თავგადასავლები გველის, ვიდრე წარსულში გვქონდა,“ - კლაივ ლუისი.
7. „ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მიჯაჭვულობა გვაძლიერებს. თუმცა ხშირად სიძლიერე სწორედ იმაში გამოიხატება, რომ წასვლის უფლება მივცეთ მათ, ვინც გვიყვარს,“ - ჰერმან ჰესე.
8. „განვითარება და კომფორტი ვერ თანაარსებობენ,“ - ჯინი რომეტი.
9. „გამბედაობა გულისხმობს ძალას, რომელიც საყვარელ ადამიანთან განშორებას შეგაძლებინებს,“ - რაიმონდ ლინდკვისტი.
10. „პესიმისტი ქარის გამო წუხს, ოპტიმისტი უკეთეს ამინდზე ოცნებობს, რეალისტი კი იალქნებს ასწორებს,“ - უილიამ ართურ ვარდი.
11. „თქვენს ცხოვრებას ვერ შეცვლით, თუ კომფორტის ზონიდან არ გამოხვალთ. ცვლილებები თქვენი კომფორტის ზონის დასასრულიდან იწყება,“ - როი ბენეტი.
12. „ნებისმიერი ცვლილება, თუნდაც სასიხარულო, ყოველთვის დისკომფორტთან არის დაკავშირებული,“ - არნოლდ ბენეტი.
13. „ბევრი რამ იცვლება, მეგობრები გვტოვებენ, მაგრამ ცხოვრება კვლავ გრძელდება,“ - სტივენ ჩბოსკი.
14. „ცვლილება ცხოვრების დაუწერელი კანონია. ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის წარსულზე ან აწმყოზე ფიქრობენ, მომავალი არ აქვთ,“ - ჯონ ფიცჯერალდ კენედი.
15. „ნებისმიერ წუთს ჩვენ არჩევანის წინაშე ვდგავართ: გადავდგათ ნაბიჯი წინ - ცვლილებისკენ ან უკან - კომფორტისკენ,“ - აბრაჰამ მასლოუ.
16. „სიყვარული არასდროს იცვლება. იცვლებიან ადამიანები, იცვლება გარემოებები,“ - ნიკოლას სპარკსი.
17. „ცვლილება ისე უნდა მიიღოთ, როგორც ცხოვრების კანონი, მაგრამ არასდროს მისცეთ მას უფლება გმართოთ,“- დენის უიტლი.
18. „ოცნება მარცვალია, რომლიდანაც ცვლილება უნდა აღმოცენდეს. მცენარე ვერ ხარობს თესლის გარეშე, არაფერი იცვლება ოცნების გარეშე,“ - დები ბუნი.
19. „თუ არ ვიცვლებით, ვერ ვვითარდებით. თუ არ ვვითარდებით, არ ვცოცხლობთ,“ - გაილ შიჰი.
20. „როგორც კი გავიფიქრებ, რომ ვისწავლე, როგორ უნდა ვიცხოვრო, ცხოვრება მაშინვე რადიკალურად იცვლება,“ - ჰიუ ფრაზერი.
21. „გუშინ ჭკვიანი ვიყავი და სამყაროს შეცვლა მინდოდა. დღეს ბრძენი ვარ და საკუთარი თავის შეცვლა მსურს,“ - ჯალალედინ რუმი.
22. „ამბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის, უმჯობესია ყველაფერი თავად შეცვალოთ,“ - ენდი უორჰოლი.
23. „ყველას გვიწევს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ცვლილებებთან შეჯახება, თუმცა იშვიათად ვხვდებით, რომ ცვლილება ჩვენთვის ახალი შესაძლებლობაა,“ - ჰარისონ ფორდი.
24. „ყველა სამყაროს შეცვლაზე ფიქრობს, თუმცა არავის სურს თავად შეიცვალოს,“ - ლევ ტოლსტოი.
25. „განათლება ყველაზე ძლიერი იარაღია, რომელიც სამყაროს შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ,“ - ნელსონ მანდელა.
მომზადებულია countryliving.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა