Baby Bag

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი...“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, სოციალური ქსელი ფარსი და ტყუილია. გთავაზობთ მის პოსტს: 

„​როგორი ფარსი და ტყუილია სოციალური ქსელი. აი, თითქოს ხომ ყველას ცხოვრებაში ჩახედული ხარ, ამ დროს არაფერი იცი! ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს ფასადურ ცხოვრებას. ისე მეცინება, რომ ვიჯერებ მეც ხან და ხან და გამოვდივარ სიტყვით, “ აუუუუ რა კარგი წყვილია, რა ბედნიერები არიან”, (სავარაუდოდ ხვალ თუ არა, ზეგ გაეყრებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ უბედურია ორივე)... ან “როგორი ინტენსიური ცხოვრებით ცხოვრობს”( საოცრად გადაღლილია და აღარაფერი უნდა ამ ცხოვრებაში) “აუუუ რა კარგ ხასიათზეა, ეტყობა ძალიან ბედნიერია” (საშინელ დეპრესიაშია და ცდილობს არ შეიმჩნიოს)... 21-ე საუკუნემ მოგვცა საშუალება შევქმნათ ვირტუალური რეალობა და ასე მგონია რომ საპირისპიროა ჩვენი სინამდვილის. არ გიფიქრიათ არასდროს, ვინც მართლა კარგად არის, არაფერი აწუხებს, ცხოვრობს სრულფასოვნად, ის ვერ იცლის სოც ქსელის სამართავად, არ ცალია, ის ცხოვრებით არის დაკავებული. ვისაც უჭირს ან უნდა ხმა გააგონოს ირიბად ვიღაცას ის მუდამ ქსელშია, მუდამ მუშაობს თავის “სასცენო “ სახეზე. მოკლედ, არავინ არაფერი არ იცის!!! ტყუილია ყველაფერი, ტყუილში ვცხოვრობთ... და ვერ გადამიწყვეტია კარგია ეს თუ ცუდი. კარგია რომ შეგვიძლია შევქმნათ ის ნახატი, რომელიც ჩვენთვის სასურველია თუ ცუდია, რომ ამ ნახატის მიღმა იმალება ჩვენი ნამდვილი სახე?“ - აღნიშნავს ნუკი თავის პოსტში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

ძნელი დასაჯერებელია, რომ 50 წლისაა - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ძნელი დასაჯერებელია, რომ 50 წლისაა - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ჯეილო 50 წლისაა. მომღერალი და მსახიობი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, აქტიურად ვარჯიშობს და თავს შესანიშნავად გრძნობს.


ამჯერად ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლის მოთამაშე ალექს როდრიგესზეა დანიშნული. ალექსმა მას ხელი სანაპიროზე, რომანტიკულ სიტუაციაში სთხოვა. 

წყვილის ურთიერთობა 2017 წლის თებერვლიდან დაიწყო. 



წაიკითხეთ სრულად