13 წლის გიდი გიორგი ქოჩქიანი უშგულში ცხოვრობს. მან უკვე ოთხი ენა იცის და ცხრა წლიდან საკუთარი შემოსავალიც აქვს.
„სოფლის ბავშვები, პირველ რიგში, არიან ჯანიანები, მეორე რიგში - ენების მცოდნეები, კეთილები და ასევე არიან კაცური კაცები, მოკლედ რომ ვთქვათ - ჯენტლმენები. ახლა მე ჩემს თავს არ ვიხასიათებ, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, ის ჩემშიცაა. ჩვენ საერთოდ არ გვეზარება შრომა. ქალაქშიც შრომობენ, მაგრამ ის სამსახურია, სად კარტოფილის ამოღება, თივის მოტანა და სად ცათამბჯენში კაბინეტში ჯდომა და ეგეთები?!“ - აღნიშნავს გიორგი ქოჩქიანი.
რაში ხარჯავს გიორგი ქოჩქიანი გამომუშავებულ თანხას და რაზე ოცნებობს პატარა გიდი, იხილეთ ვიდეო.