Baby Bag

იტალიიდან დაბრუნებულმა ანუკი არეშიძემ თუ გაიარა შემოწმება ან თუ იმყოფება თვითიზოლაციაში - ჟურნალისტების კითხვა კახა კალაძეს

იტალიიდან დაბრუნებულმა ანუკი არეშიძემ თუ გაიარა შემოწმება ან თუ იმყოფება თვითიზოლაციაში - ჟურნალისტების კითხვა კახა კალაძეს

იტალიიდან დაბრუნებულმა ანუკი არეშიძემ თუ გაიარა შემოწმება ან თუ იმყოფება თვითიზოლაციაში, - ამ კითხვით ჟურნალისტებმა თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართეს. როგორც მან განაცხადა, მისმა მეუღლემ იტალია ვირუსის აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა.

„ჩემი მეუღლე იმ პერიოდში არ იმყოფებოდა მილანში, როდესაც ვირუსის აფეთქება მოხდა. მანამდე დატოვა იტალია, რამდენიმე დღით ადრე. თუ არ ვცდები, 21 თებერვალს წამოვიდა,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ხვალიდან ღია სივრცეში, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება

ხვალიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

„ბოლო პერიოდში სახეზეა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია. საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეში ყველგან, სადაც 5-ზე მეტი ადამიანი იკრიბება“, - აღნიშნა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

წესის დარღვევაზე ჯარიმა ისევ 20 ლარი იქნება. 

წაიკითხეთ სრულად