Baby Bag

პარასკევს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კვირას და რა არ უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობას?

პარასკევს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კვირას და რა არ უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობას?

პარასკევს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოვიქცეთ ამ კვირას და რა არ უნდა გავაკეთოთ სავსემთვარეობას? 

მოისმინეთ კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

შეიძლება დაინტერესდეთ

,,კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ''

,,კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ''

,,არავის არ გამოეპარა, ეს ძალიან ხშირი გართულებაა კოვიდინფექციის დროს,'' - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველ არხთან ბათუმში 41 წლის ქალის თრომბოემბოლიით გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში. ასეთი ერთეული შემთხვევები იქნება. ინგლისში ოთხი ათასი ადამიანი, ანუ ყოველი მეათე დაიღუპა ბინაზე. ჩვენთან სულ ორი ადამიანი იყო. ერთი მოკვდა ბინაზე და ერთი სასტუმროში. კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა? კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: ​1TV.GE

წაიკითხეთ სრულად