Baby Bag

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

ბორტგამყოლი ქალი, რომელიც ამ პროფესიას 63 წელია ემსახურება

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ბორტგამყოლი ქალი 83 წლის ბეტი ნეშია. იგი ამ პროფესიას 63 წელია ერთგულად ემსახურება.

ნეშის კარიერა 1957 წელს ავიაკომპანია Eastern Airlines-დან დაიწყო, შემდეგ კი American Airlines-ში გაგრძელდა. ბეტი ნეში საკუთარ პროფესიაზე დღემდე შეყვარებულია!
მისი აზრით, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბორტგამყოლებს საქმე გაუადვილა: ბორტზე პლასტმასის ჭურჭელი დაუშვეს - წარსულში კი, კლიენტების მხოლოდ ფაიფურის ან ბროლის ჭურჭლით მომსახურება იყო ნებადართული, გამოიყენებოდა მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლები - ეს ყველაფერი ბორტგამყოლებს კლიენტებამდე ლანგრით მიჰქონდათ, რაც საკმაოდ რთული გახლდათ.
დიდი ყურადღება ექცეოდა ვარცხნილობას, წარბის ფორმას - ბორტგამყოლებს სილამაზის სალონებში, მინიმუმ, თვეში ერთხელ თავად ავიაკომპანიები აგზავნიდნენ.

ვაშინგტონი-ბოსტონი-ვაშინგტონის რეისზე ბეტი ნამდვილი ვარსკვლავია - მას მგზავრები მუდმივად სცნობენ და დიდი სიხარულით ხვდებიან. 

წყარო: ​საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ერთი თქვენს თავში ჩამახედა რა ხდება?! აიცერით!“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„ერთი თქვენს თავში ჩამახედა რა ხდება?! აიცერით!“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართვლოში კოვიდ-19-ით გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელს გამოეხმაურა. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად ვაქცინაციის გააქტიურებაა საჭირო:

„ერთი თვის წინ დავწერე, თუ ვაქცინაცია არ გავააქტიურეთ წლის ბოლომდე 2000-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე დაიღუპება-თქო. კრიტიკის ქარცეცხლი და წყევლა-კრულვა არ დამაკლეს, კიდე ნუ სტრესავ ხალხს, საიდან იცი, შენ იუდა, წინასწარ რამდენი მოკვდებაო. ​1 თვის თავზე 1400 ადამიანია გარდაცვლილი .

ერთი თქვენს თავში ჩამახედა რა ხდება?! აიცერით!- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

წაიკითხეთ სრულად