Baby Bag

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი 5 დღის განმავლობაში

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი 5 დღის განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-28 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. 26-28 დეკემბერს ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. 

24 დეკემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +5+10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +11+16 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება +3+8 გრადუსი. 26-28 დეკემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნოტიო მასების გავრცელების ფონზე ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაეცემა და როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში +3+8 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ქალაქ თბილისში 24-25 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 26-28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +7+9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.