Baby Bag

კომპოზიტორი გია ყანჩელი ჰოსპიტალიზებულია

კომპოზიტორი გია ყანჩელი ჰოსპიტალიზებულია

კომპოზიტორი გია ყანჩელი ჰოსპიტალიზებულია, -  ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკზე კომპოზიტორის მეგობარი, მუსიკოსი ჯულიან მილკისი წერს.

„გთხოვთ ყველას, მთელი გულით ილოცეთ გია ყანჩელისთვის. ის საავადმყოფოშია და სიცოცხლისთვის იბრძვის, თუ ყველა ერთად ვილოცებთ და გავუგზავნით სიყვარულს, ენერგიას და უბრალოდ კარგ სურვულებს... ვინ იცის, რა მოხდება,“ - წერს მილკისი.

​გია ყანჩელი ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს. მან არაერთი ფილმისთვის დაწერა მუსიკა, რომელთა დიდი ნაწილიც კლასიკად იქცა.