Baby Bag

იტალიაში 25 წლის ქართველი მამაკაცი ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიაში 25 წლის ქართველი მამაკაცი ვეფხვმა დაგლიჯა

იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრიაში ვეფხვმა 25 წლის ქართველი მამაკაცი დაგლიჯა. როგორც ადგილობრივი მედია ​წერს, აღნიშნული პირი ცირკში შეიპარა და ვეფხვების ვოლიერში სრულიად შიშველი შევარდა.

მტაცებლის თავდასხმის შედეგად კაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. იტალიური მედიის ცნობით, შემთხვევა ამით არ დასრულებულა. როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გონზე მოვიდა, მან საავადმყოფოდან გაქცევა სცადა, თუმცა საავადმყოფოს პერსონალმა ამის საშუალება არ მისცა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, აღნიშნული პირი ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ან ნარკოტიკის.