დღეს ბათუმში ქალები უფასოდ იმგზავრებენ - აღნიშნულის შესახებ „ბათუმის ავტოტრანსპორტის" წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი თქმით, „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალბატონებს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს და ამ დღის აღსანიშნავად მუნიციპალური ტრანსპორტი ქალბატონებს უფასოდ მოემსახურებათ.