გორში დაკარგული 15 წლის მოზარდი თბილისში, ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
15 წლის აჩიკო კობერიძეს ოჯახი ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ბიჭი სახლიდან გუშინ საღამოს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არაფერი სმენიათ. შსს სამძებრო სამუშაოებს დღის განმავლობაში აწარმოებდა.