უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
,,პიჟამა ფართი'' - მორიგი დასამახსოვრებელი დღე ლარდელებისთვის
ვინ თქვა, რომ პიჟამა მხოლოდ სახლში და ლოგინში ჩასაცმელი სამოსია? საბავშო ბაღ ,,ლარდიში'' ისედაც სახლურ გარემოს, კიდევ უფრო შინაურული იერი ჰქონდა, რადგან ლარდელებმა მთელი დღე პიჟამოებში გაატარეს.
პიჟამა, ხალათი, ჩუსტები, სახელდახელოდ მოწყობილი საწოლები - ყველაფერი ეს სახალისო და ძალიან თბილ გარემოს კიდევ უფრო ათბობდა. პიჟამა ფართიზე ძილისწინა რიტუალებიც შეასრულეს არა მარტო პატარებმა, არამედ ბაღის თითოეულმა თანამშრომელმა. როგორ? - ამას ვუსაყვარლეს ვიდეოში ნახავთ👼💤👇 (ფოტოები)
დახატე შენი საკუთარი ბედნიერება. ნუ დაელოდები მიზეზს - ბაღში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/jtxBF