უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
სტატიები, რომლებიც ყველაზე რთული პროფესიის - „დედობის“ მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ
ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა. ამაში კი ჩვენი სტატიები დაგეხმარებათ. ცოდნა, რომელსაც ამ სტატიებიდან მიიღებთ, ყველაზე რთულ პროფესიას - ,,დედობას“ მარტივად აგათვისებინებთ.
თუ გინდათ, მსგავსი ტიპის ინფორმაციური და საჭირო სტატიები არ გამოგეპაროთ და მუდმივად გაეცნოთ, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს👇