Baby Bag

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა

დედას შვილი აეროპორტში დარჩა, რის გამოც თვითმფრინავი უკან მიბრუნდა
უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.

პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას. 

„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.

საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.

აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.

შეიძლება დაინტერესდეთ

მილიარდი, მხედარი, მოქეიფე - 18 იშვიათი სახელი, რომელიც შვილს არ უნდა დაარქვათ

მილიარდი, მხედარი, მოქეიფე	- 18 იშვიათი სახელი, რომელიც შვილს არ უნდა დაარქვათ

მილიარდი, მხედარი, მოქეიფე, ამ სიტყვების გაგონებისას, ალბათ, ვერ იფიქრებთ, რომ ეს შეიძლება ადამიანის სახელი იყოს. ვერც ქვემოთ მოცემულ სიტყვებს დააკავშირებთ ადამიანის სახელებთან (პელეს გარდა). 

წარმოგიდგენთ 18 ​იშვიათ სახელს, რომელიც ნამდვილად არ უნდა დაარქვათ შვილს.


წაიკითხეთ სრულად