უჩვეულო შემთხვევა მოხდა საუდის არაბეთში - თვითმფრინავი, რომელიც ქალაქ ჯედადან მალაიზიაში მიფრინავდა, აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი გახდა მგზავრი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი აეროპორტში, ტერმინალის სიახლოვეს დარჩა და ამის გამო ნამდვილ პანიკაში იყო.
პილოტისა და დისპეჩერის საუბარი იუთუბზე გავრცელდა და მას მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ითხოვს პილოტი უკან დაბრუნებას.
„ერთ-ერთ მგზავრს შვილი ტერმინალში დარჩა და ფრენის გაგრძელება არ სურს“, - ისმის პილოტის ხმა.
საბოლოოდ პილოტს აეროპორტში დაბრუნების უფლება მისცეს. თვითმფრინავის დაშვებისთანავე ბავშვი დედას მიუყვანეს და მხოლოდ ამის შემდეგ შესრულდა რეისი მალაიზის მიმართულებით.
აეროპორტში ამბობენ, რომ აქამდე თვითმფრინავები მხოლოდ ტექნიკური გაუმართაობის ან მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაბრუნებულან უკან და ეს პირველი შემთხვევაა.
თამარ თანდაშვილის თქმით, ბავშვები TikTok-ს იმიტომ ეჯაჭვებიან, რომ მათ არ აქვთ ალტერნატიული საქმიანობა:
„მე მესმის, რატომ არიან ბავშვები ასე მიჯაჭვულები TikTok-ზე. მათ ნამდვილად არ გააჩნიათ ალტერნატიული საქმიანობა. ახლა ცოტა მივილიეთ კოვიდი და პოსტკოვიდურ პერიოდში გადავდივართ. ერთ-ერთი მთავარი წამალი, რაც ამ დროს ბავშვებს შეგვიძლია მივაშველოთ, არის ხელოვნების თერაპია. ნებისმიერი ტიპის ხელოვნებითი საქმიანობა, რომელიც არის ჩამთრევი, პირდაპირ მათ ემოციებზე გადის, არის საკმაოდ შრომატევადი, თუმცა ეს შრომა ბავშვისთვის მძიმედ არ აღიქმება. ამით ჩვენ ბავშვს საშუალებას ვაძლევთ, რამდენიმე საათის განმავლობაში დაუნაწევრებელი ყურადღებით ჩართულები იყვნენ საქმიანობაში, სადაც არამხოლოდ მათი თვალები მონაწილეობს, სხეული არის ჩართული შემოქმედებაში.“
„რატომ მაინცდამაინც თერაპია? რატომ ვხედავ ამას, როგორც პანაცეას? თერაპიული ნაწილი სად არის? ხელოვნება ბავშვებს ყურადღებას უვითარებს, უბრუნებს იმ საწყის მდგომარეობაში, რომელიც ჰქონდათ სოციალურ ქსელებამდე. სოციალური ქსელების სამყარო არის სპეციალურად მოწყობილი ისე, რომ იქ მოვიდეს ჩვენთვის ყველაზე სასურველი და ლამაზი სტიმულები. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი შვილი არის კარგ ხასიათზე, მოძრაობს, ცეკვავს, ამაში ჩვენ ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავთ,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ თანდაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.