Baby Bag

გოგოა თუ ბიჭი - მეგან მარკლი აპრილში იმშობიარებს

გოგოა თუ ბიჭი - მეგან მარკლი აპრილში იმშობიარებს

მეგან მარკლი ამჟამად მესამე ტრიმესტშია (36 კვირისაა). ხალხი აქტიურად განიხილავს საკითხს სამეფო ოჯახში ბიჭს ელოდებიან თუ გოგოს და რას დაარქმევენ ბავშვს. თუმცა ბავშვის სქესი დღემდე უცნობია

ეს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლისთვის პირველი შვილი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ 19 მაისს იქორწინეს. 

იხილეთ ორსული მეგან მარკლის ფოტო-კოლაჟი


შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად კარგად არ არიან,“ - თამარ გაგოშიძე

„ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ბავშვები ემოციურად კარგად არ არიან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში დეპრესიის შემთხვევების ზრდის ტენდენციის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრობლემა ბევრ ბავშვს აქვს:

„ჩვენ ვატარებდით კვლევას გარდატეხის ასაკის ბავშვებში. აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა ნახევარს დეპრესიის ნიშნები ჰქონდა. ეს არის საშიში ნიშანი იმისა, რომ​ ჩვენი ბავშვები ემოციურად არ არიან კარგად. ეს ამ ბავშვების ბრალი არ არის. მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რა ნიშნები აქვს დეპრესიას ბავშვებში.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვებში აგრესიული ქცევა ხშირად დეპრესიის გამოვლინებაც არის:

„ბავშვებში აგრესიული ქცევა დეპრესიის ნიშანიც არის. უცებ აგრესიული გახდა ბავშვი, ხშირად ტირის, ეს დეპრესიის ნიშნებია გარდატეხის ასაკამდე. გარდატეხის ასაკში ცოტა სხვანაირად ვლინდება დეპრესია. ბავშვები ჩაკეტილები ხდებიან. ამის დიფერენცირება ისედაც ძალიან ძნელია.​ გარდატეხის ასაკი ძალიან სპეციფიკურია. რთულია იმის გაგება, ეს გარდატეხის ასაკის ბრალია, თუ დეპრესიის, როდესაც ბავშვი ჩაკეტილი ხდება, არავის არ ენდობა. ეს ისედაც ასე ხდება ამ ასაკში.“

„როდესაც ბავშვის ყოველდღიურობა ირღვევა და ეს ყველანაირ ზღვარს სცილდება, ბავშვისთვისაც საზიანო ხდება, ოჯახური ცხოვრებაც ირღვევა, ამ შემთხვევებზეა საუბარი. სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთისთვის არ გვცალია. ბავშვი აქამდე არ უნდა მივიდეს. ყოველთვის ყველა მშობელს ვეუბნები, რომ ნახევარი საათი შეიძლება მოძებნო. არასდროს არ ჩაიკეტება ასე ბავშვი, რომელსაც ექნება შენთან ყოველდღიურად ნახევარსაათიანი საუბრის შესაძლებლობა. ჩვენ ბავშვებთან ვურთიერთობთ მარტო მოთხოვნის ტონით. ამხელა თანხას ვიხდით მის სწავლაში, გვინდა, რომ იყოს საუკეთესო. სულ ამით ვიწყებთ: „აბა, რა გააკეთე?“ ​ემოციისთვის დრო არ რჩება,“ - აღნიშნულ საკითხზე თამარ გაგოშიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად