Baby Bag

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

უდაბნოში დაკარგული 5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელსაც 24 საათი ეძებდნენ, იპოვეს

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ არგენტინის უდაბნოში დაკარგული 5 წლის ბიჭი იპოვეს. ბენჯამინ სანჩეზს გაუჩინარების ადგილიდან 21 კილომეტრში მიაგნეს. ინფორმაციას ​BBC ავრცელებს.

5 წლის ბიჭი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. მას 1000-მდე პოლიციელი, სამოქალაქო აქტივისტი და მოხალისე ეძებდა.

„მესმოდა დედა როგორ მეძახდა, მე კი გავრბოდი. შემდეგ დავიკარგე. მციოდა, ცუდად მეძინა, ქვებზე ვიწექი“, - იხსენებს ბენჯამენი, რომლესაც მხოლოდ მოკლემკლავიანი მაისური და თხელი შარვალი ეცვა. მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ბალახს ჭამდა და ნაკადულის წყალს სვამდა.

გამოცემის ცნობით, რაიონში, სადაც ბიჭი დაიკარგა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ფიქსირდება - დღისით +30°С ღამით კი - 0 °С.

ბენჯამენ სანჩეზი, ორშაბათს, დეჰიდრატაციის სიმპტომებით სან ხუანის საავადმყოფოში შვეულმფრენით გადაიყვანეს, ხოლო სამშაბათს გამოწერეს.

შეიძლება დაინტერესდეთ

ქარხნული თუ სახლში დამზადებული კონსერვები? - ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციები მშობლებს

ცნობილი პედიატრი ევგენი კომაროვსკი კონსერვირებული პროდუქტების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქარხნული წარმოების კონსერვები პატარების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. სახლში კონსერვების მომზადებისას მშობლებს სიფრთხილის გამოჩენა მართებთ, რადგან ბოტულიზმის განვითარების საფრთხე დიდია. ევგენი კომაროვსკის თქმით, ქარხნული წარმოების კონსერვებში შემავალი კონსერვანტები ბავშვის ორგანიზმისთვის საფრთხის შემცველი არ არის. 

წაიკითხეთ სრულად