,,თუ თქვენ ძილის წინ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობებს დაგეგმავთ, ეს შეიძლება, გახდეს ძილის დარღვევის მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთანხმდებით - ფიზიკური აქტივობა კარგია და ის გვჭირდება - აღმოჩნდა, რომ უშუალოდ ძილის წინ ფიზიკური აქტივობის დაგეგმვა არის ძალიან სახიფათო ჩვენი ძილისათვის - ზოგადად, ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
აღმოჩნდა, რომ ასეთივე დატვირთვა შეიძლება, ჰქონდეს გვიან შინ დაბრუნებული მშობლების გახანგრძლივებულ თამაშს ბავშვებთან, როდესაც ბავშვი არის ზედმეტად აქტიური, ზედმეტად გამხიარულებული, მისი აჟიტირება შეიძლება, გახდეს ძილის დარღვევის მიზეზი.
ერთ-ერთი ფაქტორია მსუყედ კვება, როდესაც, გვინდა თუ არ გვინდა, უხვად მიღებული საკვები გვაიძულებს, იმაზე უარესად ვისუნთქოდ, ვიდრე ეს მოხდებოდა ამ დატვირთვის გარეშე. ამ დროს ჩვენი ვახშამი არის ძალიან გვიანი და დავარღვიეთ ბოლოგიური კანონზომიერება - დავარღვიეთ რეჟიმი, ულუფა, რაციონი - მწყობრიდან გამოსული სამივე გასაღები არღვევს ჩვენს წონასწორობას.
მაგრამ, ასევე, არის ერთი ფაქტორი, რომელსაც ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას - ამაზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ, რადგან ბევრ პროდუქტს თქვენ შეფუთულს შევიძენთ და არაერთი მწარმოებელი მას წარმოადგენს, როგორც, მაგალითად, მარილის თვალსაზრისით უსაფრთხო პროდუქტს. დღეს უსაფრთხოდ აღიარებულია სუფრის მარილის ყოველდღიური მოხმარება, ხაზს ვუსვამ, ნატრიუმი ქლორიდისა, 5-6 გრამი ჯამურად, დღე-ღამეში", - გვირჩევს მარი მალაზონია.
წყარო: ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"