თუ ბოსტნეული და ხილი არც თქვენს შვილს უყვარს და სასარგებლო პროდუქტების მიღება დიდ თავისტკივილთანაა დაკავშირებული, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. ქართველი დედის საოცარ მიგნებას გაგიზიარებთ, რომელმაც ბავშვისთვის საკვები საინტერესო და მომხიბვლელი გახადა.
ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც თეა კუპრაშვილის შვილი, ნიკოლოზი 4 წლის იყო:
„აქ ერთი „ოქროს წესი“ გვაქვს, რაც არ უნდა დაუდო ბავშვს უნდა გასინჯოს, თუნდაც ერთხელ მაინც უნდა დაღეჭოს და გაიგოს გემო, ვინაიდან ბევრი ბავშვი შეხედვიდანვე ამბობს უარს გარკვეულ საკვებზე და არც იციან რა გემო აქვს, ამიტომ ვასინჯებთ და თუ მერე თქვა, რომ მაინც არ მოეწონა, უფლება აქვს, აღარ ჭამოს და დაძალება გამორიცხულია. ბევრჯერ გასინჯვის სისტემა ჭრის და ისე მოსწონებია ჩემს შვილს ესა თუ ის პროდუქტი, რომ უღიარებია მართლა რა გემრიელი ყოფილაო.
ეს ჩემი გამოცდილებაა და ვხედავ ამართლებს, არ არსებობს კერძი რომ ჩემი შვილი არ ჭამდეს, უხარია მას ეს სასაცილო ფიგურები და მიხარია მეც მისი გაბრწყინებული თვალები და ამიტომ ვიცი, რომ ვიზუალი დიდ როლს თამაშობს, ამიტომ უბრალო სადილიც კი ჩვენთან დეკორატიული ნიმუშია, თავისი გაწყობის ხელოვნებით და ჭურჭლის შერჩევით,“ - ამბობს თეა კუპრაშვილი.
იხილეთ ქართველი დედის კულინარიული შედევრები:
თქვენ რა ხერხს მიმართავთ, რომ შვილმა ხილი და ბოსტნეული მიირთვას? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ...