ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში,“ - ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი
ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა მსოფლიოში ძუძუთი კვების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობის პრობლემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში:
„უნდა აღინიშნოს, რომ ფრიად სამწუხარო რეალობაა. ძუძუთი კვება ხუთი ახალშობილიდან სამშიც არ ხდება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში. ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდია. შემდეგი ფაქტი, რომელიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ წლის განმავლობაში 820 000 ორ წლამდე ასაკის ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, მათ რომ ჰქონოდათ ძუძუთი კვების ადეკვატური პირობები.“
ქეთი ასათიანის თქმით, დედის რძის მნიშვნელობა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით იზრდება:
„დედის რძე რომ განსაკუთრებული მადლია, ვფიქრობ, ეს საკითხი უდავოა. მით უფრო დღეს, დღევანდელ ვითარებაში, ამ პანდემიის პირობებში, როდესაც ამაზე დიდ სიკეთეს დედა თავის შვილს ვერ მისცემს. ძუძუთი კვება და დედის რძე არის ერთადერთი უნიკალური იარაღი ჩვილის იმუნური სისტემის გაჯანსაღების, მისი მომძლავრების, რაც სამომავლოდ მინიმუმამდე დაიყვანს ან აარიდებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.“
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ დედები ერთგვარ ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. მსოფლიო მასშტაბით ქვეყნების მხოლოდ 14 % -ში არსებულ საავადმყოფოებსა და სამშობიაროების უმეტესობაში მომუშავე პერსონალი არის ინფორმირებული ძუძუთი კვების სიკეთეებისა და პროცესის სწორად წარმართვის ხერხებზე,“ - აღნიშნულ საკითხზე ქეთი ასათიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.