Baby Bag

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 11 თვიდან შეიძლება - ნახეთ მომზადების წესი

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 11 თვიდან შეიძლება  -  ნახეთ მომზადების წესი

თუ თქვენი პატარა უკვე 11 თვისაა, მას შეგიძლიათ წითელი ოსპის სუპი შესთავაზოთ. 

მომზადების წესს ​Momsedu.g​e გთავაზობთ. 

საჭირო ინგრედიენტები:

  • 100 გრ. წითელი ოსპი
  • 1ც. სტაფილო
  • 1ც. (პატარა ზომის) ბულგარული წიწაკა
  • 2ც. საშუალო ზომის კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი (პატარა ზომის)
  • 10 გრ. ოხრახუში და კამა
  • 5 მლ. ზეითუნის ზეთი

როგორ მოვაზმადოთ?

გასუფთავებული კარტოფილი, ხახვი, სტაფილო და ბულგარული მოხარშეთ 20 წუთის განმავლობაში. წყალში დაახლოებით 2 საათით დაალბეთ ოსპი, დამბალი ოსპი დაუმატეთ ბოსტენულს და ერთად ხარშეთ კიდევ 20 წუთი. (ოსპი უნდა დარბილდეს). აღნიშული ბოსტნეული და ოსპი დააბლენდერეთ და მოაყარეთ ოხრახუში და კამა, მოასხით ზეთი.

შეიძლება დაინტერესდეთ

​საგაზაფხულო მარწყვის ტარტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან

​საგაზაფხულო მარწყვის ტარტი „მასტერშეფის“ გამარჯვებულისგან

ამ ვიდეოში „მასტერშეფის“ გამარჯვებული ნუცა სურგულაძე საგაზაფხულო მარწყვის ტარტის რეცეპტს გთავაზობს.

ცომისთვის დაგჭირდებათ :

  • ფქვილი 250 გრამი
  • შაქარი 100 გრამი
  • კარაქი 100 გრამი
  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 20 გრამი

კრემისთვის: 

  • რძე 230 გრამი
  • ვანილი
  • შაქარი 80 გრამი
  • 3 კვერცხის გული
  • სახამებელი 25 გრამი
  • ჟელატინი 3 გრამი
  • ათქვეფილი ნაღები 200 გრამი

მომზადების დეტალური წესი იხილეთ ვიდეოში👇

წაიკითხეთ სრულად