MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად ახალ პროექტს იწყებს, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.
„ბავშვთა კვების ვიდეოსახელმძღვანელოში“ პედიატრი და მასტერშეფი ჯანსაღ, გემრიელ და ვიზუალურად მიმზიდველ კერძებს მოამზადებენ ყველაზე პატარებისთვის.
- რომელი თვიდან შევთავაზოთ ბავშვს ესა თუ ის პროდუქტი?
- როგორ შევარჩიოთ სწორად პროდუქტი?
- როგორ შევადგინოთ სასარგებლო მენიუ?
დედები და მამები ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს მიიღებთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისგან, პედიატრ თამარ ობგაიძისგან.
- როგორ შევათავსოთ ჯანსაღი და გემრიელი?
- როგორ გავაფორმოთ კერძი, რომ უჭმელი ბავშვებიც კი მოვხიბლოთ?
საკვების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური მხარის იდეალურად შერწყმას კი გამოცდილი შეფმზარეული ნუცა სურგულაძე უზრუნველყოფს.
„ბავშვთა კვების ვიდეოსახელმძღვანელო“ ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს განთავსდება საიტ MomsEdu.ge-ზე.
შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს ოთხშაბათს შემოგთავაზებენ.
რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ 👇