Baby Bag

ოსპის სუპის მიღება ბავშვებისთვის 8-9 თვიდან შეიძლება - ნახეთ მომზადების წესი

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტის - „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ჯანსაღი და გემრიელი - წითელი ოსპის სუპი, რომელიც 8-9 თვიდან, სადილად, შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

წითელი ოსპის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • წითელი ოსპი - 1 ჩ.კ
  • კარტოფილი - 1 ცალი
  • სტაფილო - 1 ცალი
  • რძე (დედის, ხელოვნური ნარევი ან პასტერიზებული)
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ
  • მწვანილები
მისი მომზადების წესი კი ასეთია:

კარგად გარეცხეთ ბოსტნეული - გააცალეთ კანი, დაჭერით წვრილად, მოხარშეთ დაჭრილი ბოსტნეული ოსპთან ერთად.  როცა ბოსტნეული დარბილდება, ჩაუმატეთ მწვანილები და რამდენიმე წუთი აცალეთ ხარშვა. ამოიღეთ მოხარშული ბოსტნეული (მწვანილები არა) და დააბლენდერეთ. დაამატეთ რძე, იმდენი რომ მიიღოთ სუპ-პიურეს კონსისტენცია. ისევ დააბლენდერეთ. ოსპის სუპს ბოლოს 1 ჩ.კ ზეითუნის ზეთი დაამატეთ.

შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 bit.ly/3iF0Y​nF 

შეიძლება დაინტერესდეთ

პედიატრი გირჩევთ ოსპის სადილს, რომელიც ჩვილ ბავშვთა მენიუში უნდა შეიტანოთ

პედიატრი გირჩევთ ოსპის სადილს, რომელიც ჩვილ ბავშვთა მენიუში უნდა შეიტანოთ

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა სადილი, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • ოსპი
  • სტაფილო
  • ბრინჯი
  • ოხრახუში
  • კამა
  • რძე (დედის რძე ან ხელოვნული ნარევი)
  • ,,პლასმონის'' ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

წაიკითხეთ სრულად