Baby Bag

რა მოვუმზადოთ პატარებს ყაბაყისგან? - ნახეთ ყველაზე მარტივი რეცეპტი

რა მოვუმზადოთ პატარებს ყაბაყისგან? - ნახეთ ყველაზე მარტივი რეცეპტი

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად პროექტ „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ყაბაყის პიურე, რომელიც 6 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ თქვენს პატარებს.

ამ კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ყაბაყი
  • რძე
  • ზეითუნის ზეთი - 5 მლ.


​მისი მომზადების წესი კი ასეთია:

გარეცხილი და გათლილი ყაბაყი დაჭერით და მოათავსეთ ადუღებულ წყალში. მოხარშეთ დაახლოებით 7-10 წუთი. ვიტამინების შესანარჩუნებლად უმჯობესია, თუ ორთქლზე მოხარშავთ. თუ ჩვეულებრივ წყალში ხარშავს გადაწყვეტთ, სჯობს, დაჭრილი ყაბაყი ადუღებულ წყალში ჩაყაროთ ისე, რომ დაიფაროს. ამ გზით ვიტამინებს დაშლისაგან გადარჩენთ. მოხარშულ ყაბაყს დაამატეთ დედის რძე ან ხელოვნური ნარევი და  დააბლენდერეთ. მიღებულ მასას დაამატეთ 5 მლ. ზეითუნის ზეთი და პიურეც მზადაა!

შემდეგი ვიდეოსახელმძღვანელოს ხილვა ისევ MomsEdu.ge-ზე შეგეძლებათ, პედიატრი და მასტერშეფი მორიგ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს პარასკევს შემოგთავაზებენ. რამდენად კმაყოფილები დარჩებიან თქვენი პატარები, კომენტარებში გაგვიზიარეთ

რატომაა სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ის ბავშვს
რატომაა სასარგებლო ყაბაყი და როგორ მოვუმზადოთ ის ბავშვს, - ამ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:„საუკუნეთა მანძილზე გოგრისებრთა ოჯახის ეს წარმომადგენელი ი...

შეიძლება დაინტერესდეთ

მაწვნის სუპი - შეუცვლელი საკვები ბავშვებისთვის

მაწვნის სუპი - შეუცვლელი საკვები ბავშვებისთვის

დღეს MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა მაწვნის სუპი, რომელიც პატარებს 7-8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • პლასმონის ბეიბირისო
  • მაწონი
  • ხახვი
  • წყალი
  • კვერცხის გული
  • კარაქი
  • კამა

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

წაიკითხეთ სრულად