ყველას, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, არასდროს დაავიწყდება პირველი ფრაზა 6 წლის წინ წიგნები ყველას, ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, არასდროს დაავიწყდება პირველი ფრაზა - თუ როგორ დგას აურელიანო ბუენდია კედელთან და როგორ ელის დახვრეტას, ახსოვს დასაწყისი, თუ როგორ მიდის მთავარი პერსონაჟი, რათა ბოშების მიერ ჩამოტანილი ყინული ნახოს პირველად და შეეხოს მას, ახსოვს მელკიადესი თავისი ქოთნებით და ფილოსოფიური ქვით, ახსოვს რემედიოსის გაფრენა ზეწრებით ან მაურისიო ბაბილონია, რომელსაც დღედაღამ პეპლები დასტრიალებენ თავს და რა ვიცი, რა აღარ ახსოვს ამ მომაჯადოებელი რომანიდან, მაგრამ ეს მეხსიერების სწორედ ის ფორმულაა, რომელიც მარკესმა გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ადამიანის ყოფიდან ნაწარმოებში გადაიტანა... გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელი” - ეს ის წიგნია, რომელიც თავისი მაკონდოთი, მაგიით, რეალიზმით, გამაოგნებელი პერსონაჟებით, ლიტერატურული ჯადოქრობითა და გენიალურობით ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი წიგნების რიცხვშია და რომელსაც ვერავითარი მარტოობის ასი წელი ვერ დაგავიწყებთ. გააზიარეთ პოსტი