„საყურადღებოა თვალის ქუთუთოს ირგვლივ პატარა მოთეთრო-მოყვითალო კანქვეშა ჩანართების არსებობა,“- გენეტიკოსი თინათინ ტყემალაძე ქოლესტერინის მომატების გარეგნულ სიმპტომებზე

გენეტიკოსმა თინათინ ტყემალაძემ სისხლში ქოლესტერინის მომატების გარეგნულ ნიშნებზე ისაუბრა:

„სისხლში მომატებულმა ქოლესტერინმა ხშირად ფიზიკური ტკივილი ან დისკომფორტი შეიძლება არ გამოიწვიოს. ამ მდგომარეობით, შეიძლება ადამიანი წლები ცხოვრობდეს და მან არ იცოდეს მომატებული ქოლესტერინის შესახებ. შესაძლოა, ეს ხანდახან ფიზიკური ნიშნითაც გამოვლინდეს. რიგ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო გახდეს თვალის ქუთუთოს ირგვლივ პატარა თეთრი, მოყვითალო კანქვეშა ჩანართების არსებობა. ეს ვიზუალურად ძალიან ადვილად ამოსაცნობი ნიშანია. თუ მსგავსი რამ აქვს ადამიანს, ვ​ურჩევდით, რომ ერთი ანალიზი გაიკეთოს და ლიპიდური პროფილი ჩაიტაროს.“

„მყესების ადგილებში, ხელის მყესებთან, სახსრებთან, იდაყვის, მუხლის, აქილევსის მყესის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, გასინჯვით აღინიშნებოდეს კანქვეშა მორბილო წარმონაქმნი. შესაძლოა, ესეც ქოლესტეროლის კანქვეშა ჩანართები იყოს და ექიმის დანიშნულებით გაისინჯოს ლიპიდური პროფილი,“ - აღნიშნულ საკითხზე თინათინ ტყემალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

რას იწვევს ჩვენს ორგანიზმში ტრანსცხიმების ჭარბი მოხმარება?
დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგ-ნუტრიციოლოგი თინათინ კაჭარავა მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას თემაზე...