„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი,“ - ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვის გაკაჟების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში იმუნიტეტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია:

„მე არ ვიტყოდი, რომ კოვიდი ბავშვის ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, მაგრამ მასობრიობის გამო ყველაზე პრიორიტეტულია. მე არ ვილაპარაკებ, რომ აცრები საჭიროა. ყველა ამას ამბობს. მე არ ვილაპარაკებ ეს მესამე ტალღაა თუ მეოთხე. არც ვერკვევი ამაში წესიერად. იმუნოლოგიურ ასპექტებზე პრაქტიკოსი ექიმის პოზიციიდან ვიტყვი. ერთი ამბავია ინფექცია დაგემართება თუ არა, მეორეა, როგორ გაუმკლავდები მას. აქცენტი პირველ ყოვლისა ამაზე უნდა გაკეთდეს. დაუკვირდით, სულ უფრო მსუბუქად მიმდინარეობს ვირუსი. ყველა კი არ მძიმდება. ეს არის საინტერესო ნიუანსი. საზოგადოებას ვურჩევდი, რომ ვიყოთ იმუნურად მდგრადი. პირველ რიგში, გაკაჟება, გაკაჟება, გაკაჟება.“

„ბავშვის გაკაჟება, პირველ რიგში, არის ხელ-პირის დაბანა ცივი წყლით, ოთახის განიავება, სველი ტილოთი დაზელვა, ცივი შხაპი. ცივი შხაპი 3-4 წლიდან უკვე შეიძლება. ეს უნდა მოხდეს თანდათანობით. ერთბაშად კი ნუ ჩავაგდებთ ბავშვს. პატარა ბავშვი ვისაც ჰყავს აბანაზა უნდა იყოს 37 გრადუსის ნაცვლად 33 გრადუსით. აქაც თავისი წესებია. ამას უნდა შევაჩვიოთ საფეხურებით,“ - აღნიშნულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

„ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს,“- ბიძინა კულუმბეგოვი ინგლისში შეზღუდვების მოხსნაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ინგლისში მომავალი კვირიდან შეზღუდვების გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რაც გულისხმობს:

- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;

- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;

- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.

პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია,“- აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად