Baby Bag

„თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორი-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება ყელის ტკივილის სამკურნალოდ,“ - ოტორინოლარინგოლოგი გიორგი გოგნიაშვილი

ოტორინოლარინგოლოგმა გიორგი გოგნიაშვილმა ყელის ტკივილის სახლის პირობებში მკურნალობის გზებზე ისაუბრა:

„მე ძალიან მომხრე ვარ ხოლმე ხანდახან სახლის პირობებში რაღაცების განხორციელების, თუ ეს არ ავნებს პაციენტს. თუ იოდზე ალერგიული არ არის პაციენტი, გადადუღებულ თბილ წყალში ერთი ჩაის კოვზი სოდა და ორ-სამი წვეთი იოდი არის ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც ჩემი ოჯახი ხშირად იყენებს. ეს ძალიან ამცირებს ყელის ტკივილს. უნდა შევამციროთ მწარე, მჟავე, ცივი, ცხელი საკვების მიღება და ეს ყველაფერი აულაგდებათ რამოდენიმე დღეში,“ - აღნიშნულ საკითხზე გიორგი გოგნიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფერი არ გამიკეთებია და დღეს ვარ 15 წლით პატარა,“ - მომღერალი ირმა სოხაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს

„არაფერი არ გამიკეთებია და დღეს ვარ 15 წლით პატარა,“ -  მომღერალი ირმა სოხაძე ახალგაზრდობის საიდუმლოს გვიმხელს

მომღერალმა ირმა სოხაძემ თავისი ახალგაზრდობის საიდუმლო გაგვიმხილა და საინტერესო რჩევები მოგვცა, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა:

„მაქსიმალურად უნდა მივხედოთ თავს. არ უნდა ვინერვიულოთ იმაზე, რაზეც შეიძლება, რომ არ ვინერვიულოთ. ვეცადოთ, რომ მივიღოთ რეალობა და ამას ცოტა ფილოსოფიურად შევხედოთ. მეორე, მართლა არ უნდა ვჭამოთ ყველაფერი. ჩვენს ასაკში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას. არის რაღაც საკვები, რომელიც საერთოდ არ უნდა მივიღოთ, მაგალითად, ტკბილეული, ხორცეული. 13 წელია ხორცი არ მიჭამია.“

ირმა სოხაძის თქმით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად სიგარეტზე უარი უნდა ვთქვათ:

„სიგარეტი არ უნდა მოვწიოთ ცალსახად. მე 13 წელია არ ვეწევი. რომ ნახოთ ჩემი 15 წლის წინანდელი სურათები, არაფერი არ გამიკეთებია და დღეს ვარ 15 წლით პატარა.“

„ჩემი მთავარი რჩევაა, რომ არ ვინერვიულოთ, არ ვჭამოთ ყველაფერი და სიგარეტი არ მოვწიოთ,“ - აღნიშნულ საკითხზე ირმა სოხაძემ ტელეკომპანია „POSTV”-ის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​ტელეკომპანია „POSTV” 

წაიკითხეთ სრულად