Baby Bag

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ბავშვისთვის თავის არეში ხელის წამორტყმის საფრთხეებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა:

„მინდა მოგიყვეთ, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვიღაც ბავშვს თავის არეში წამოარტყამს ხელს. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაინც გამოირჩევა უხეშობით და ბავშვზე ხელს იღებს. როდესაც ბავშვს ურტყამს ვინმე თავის არეში, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გართულებები. სერიოზული გართულება, რომელიც ამას მოჰყვება, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში. შეიძლება ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონდეს მსუბუქი, მაგრამ მისი გართულება შემდგომში იყოს მძიმე. ერთ-ერთი მდგომარეობა არის უშაქრო დიაბეტი.“

„როდესაც ბავშვს თავის არეში ხელს წამოარტყამენ, ამას შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა ჰიპოთალამუსში. შესაძლოა ამ დროს დაზიანდეს ბირთვები და ჰიპოთალამუსმა აღარ გამოყოს ანტიდიურეზული ჰორმონი და განვითარდეს ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ამ დროს თირკმელები ვეღარ ახერხებს შარდში არსებული წყლის სხეულში დაბრუნებას. მე წყალს ორგანიზმიდან ვკარგავ, რადგან ის რჩება მხოლოდ შარდში. ამ მდგომარეობის დროს ადამიანმა, შესაძლოა, დღე-ღამეში 20 ლიტრიც კი მოშარდოს. საბოლოო ჯამში გამოშრები. შენი სხეულიდან წყალი დაიკარგება და გექნება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება. შესაძლოა, გამოშრობის ეპიზოდებს მოჰყვეს კრუნჩხვები. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით კალიუმი, რაც იწვევს კუნთების დადამბლავებას, ადამიანის გულისცემა გაიშვიათდება, შეიძლება გული გაჩერდეს კიდეც. თავის მიდამოში უბრალო ხელის წამორტყმას, ბავშვში შეიძლება მოჰყვეს უშაქრო დიაბეტის განვითარება და გულის გაჩერებაც კი. უშაქრო დიაბეტის შემთხვევათა 16% ბავშვებში სწორედ ამ ტრავმებით არის გამოწვეული. ბევრმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვებს ბავშვისთვის თავში უბრალო ხელის წამორტყმას, რაც დაუშვებელია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რაც უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში, თავს მაღლა არასდროს ავწევდი და ისევ უბრალო ადამიანად დავრჩებოდი… პირობა უნდა შევასრულო…“

„ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რაც უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში, თავს მაღლა არასდროს ავწევდი და ისევ უბრალო ადამიანად დავრჩებოდი… პირობა უნდა შევასრულო…“
ექიმი რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ცხოვრებაში მეც დამჭირვებია მიტევება, მაგრამ
ან არასდროს მპატიობდნენ, ან იმდენად გვიან, რომ წლები იყო გასული…
გაბრაზება და სამაგიეროს გადახდის სურვილი მაცდურია… ბევრად უფრო რთულია, საკუთარ თავში იპოვო ძალა და წყენის მიტევება შეძლო…
მივუტევოთ და მოგვეტევება… კვლავ მივუტევოთ და კვლავ მოგვეტევება…
დღეს რომ თავი მაღლა დავიჭირო, ხვალ შეიძლება თავად აღმოვჩნდე მძიმე განსაცდელში…
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ რაც უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში, თავს მაღლა არასდროს ავწევდი და ისევ უბრალო ადამიანად დავრჩებოდი… პირობა უნდა შევასრულო…
განა მე არ ვიცი, რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილი გამიბრაზდეს? ვიცი… მაგრამ საკუთარ თავთან მართალი თუ არ ვიქნები, მე ვერ შევძლებ მშვიდად ცხოვრებას…
ექიმს ყველაზე მეტად მოეთხოვება სულგრძელობა და დათმენა…
არანაირი სარგებელი არ მქონია ამ ყველაფრიდან, არანაირი… გავა დრო და თავადაც დაინახავთ, რომ იმ ყველა პირობას ჩემით შევასრულებ, სხვების გარეშე,“ - წერს გიორგი ღოღობერიძე.

წაიკითხეთ სრულად