Baby Bag

„ორგანიზმისთვის ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა: ამ დროს ხდება სისხლის ფორმულის ცვლა,“- ფარმაკოლოგი მარიამ გელაშვილი

„ორგანიზმისთვის ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა: ამ დროს ხდება სისხლის ფორმულის ცვლა,“- ფარმაკოლოგი მარიამ გელაშვილი

ფარმაკოლოგმა მარიამ გელაშვილმა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში სისხლის ფორმულა ბუნებრივად იცვლება:

„ორგანიზმი არის ერთიანი, ჰოლისტიკური სისტემა. გაზაფხული და შემოდგომა ორგამიზმისთვის რთულია. გარე ფაქტორი არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა და შემოდგომით სითბოდან სიცივეში გადასვლა. ყველაზე რთული მაინც არის სიცივიდან სითბოზე გადასვლა. ამ პერიოდში ხდება სისხლის ფორმულის ცვლა. სისხლის ცვლა და სისხლის გამოშვება წურბელით არის ყველაზე უპირატესი. ამ შემთხვევაში გვაკლდება სისხლი, ხდება პროგრამირებულად სისხლის აღდგენა. ამ დროს ორგანიზმში შედის 100-ზე მეტი მოქმედი ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ორგანიზმის სრულფასოვან მუშაობას.“

„დიდ სისხლძარღვებს გარს აკრავს შრე, რომელიც მარაგდება წვრილი კაპილარებით, რომელსაც ჰქვია ძარღვთა ძარღვები. ამ შრემ ელასტიურობა რომ არ დაკარგოს, ამ შემთხვევაში წურბელებით მკურნალობა ერთმნიშვნელოვნად უპირატესია, ვიდრე სისხლის გამოშვება ან მედიკამენტოზური მკურნალობა. ჩასახვის საწინააღმდეგო პეროლარული პრეპარატები ჰორმონალური პრეპარატებია და ძალიან აზიანებენ სისხლძარღვების როგორც შიდა კედლებს, ასევე შუა შრეს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ბევრი შეუქცევადი პროცესი. როდესაც თქვენ დამოკიდებული ხართ ამ პრეპარატებზე, აუცილებელია ჰირუდოთერაპიის ჩატარება რაღაც ეტაპზე, თუნდაც სამ თვეში ერთხელ,“- აღნიშნულ საკითხზე მარიამ გელაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ ისაუბრა.

წყარო:​ „განთიადი“

შეიძლება დაინტერესდეთ

5 მავნე ჩვევა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ

5 მავნე ჩვევა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ

5 მავნე ჩვევა, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებამდე მივყავართ - ამ თემებზე გადაცემა „თქვენს კლინიკაში“ ისაუბრეს.

1. ლოყის ან ტუჩის კბენა შიგნიდან 

2. ტუჩების კვნეტა

3. ფეხებმოკეცილი და ზემოთ შემოწყობილი ფეხით ჯდომა

4. ხელებით თმების დახვევა

5. თვალების სრესა

თუ რატომ მივყავართ ამ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის პრობლემებამდე, ნახეთ ვიდეო👆

წყარო: ​„თქვენი კლინიკა“

წაიკითხეთ სრულად