„ტკბილეული არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, თუ ხშირი წახემსებაა,“- პედიატრი ყარამან ფაღავა

პედიატრმა ყარამან ფაღავამ ბავშვებში ტკბილის მიღების წესზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, ჭარბი წონის პრობლემის შემთხვევაში ტკბილი რაციონიდან ამოიღონ:

„რამოდენიმე წლის წინ საქართველოს მოზარდები გამოვიკვლიეთ 12-დან 14 წლამდე და გასაოცარი შედეგები მივიღეთ. ჩვენი მოზარდები ხილს არ ჭამენ. მეორე პატარა შენიშვნა მაქვს იოგურტის თვალსაზრისით. მე მაწონი მირჩევნია, მაგრამ იოგურტიც კარგია. თუმცა როდესაც დამატებებია იოგურტში შაქრიანი ეს ნაკლებად სასურველია. იოგურტი უნდა იყოს დამატკბობლების გარეშე.

რაც შეეხება ტკბილეულს, საკუთრივ შოკოლადი ცუდი საკვები არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტკბილეული ეს არის მადის პირველი მტერი, მით უმეტეს, ტკბილეულით ხშირი წახემსებები თუ გვაქვს. თუ ბავშვი ჭარბწონიანია, მაშინ სჯობს ტკბილეული საერთოდ აიკრძალოს. თუ ბავშვს დაბალი წონა აქვს, შესაძლებელია მივცეთ ტკბილეული, კანფეტის მომხრე არ ვარ. შეგვიძლია მივცეთ კარგი შოკოლადი, ნამცხვარი, მაგრამ სადილის შემდეგ, როდესაც ყველაფერს შეჭამს, მერე დააყოლოს ტკბილი ბავშვმა.

იმის თქმა, რომ დაგაჯილდოვებ და მსგავსი ვაჭრობა ჭამასთან დაკავშირებით არ უნდა იყოს. ხილიც და ტკბილიც შეიძლება სადილის შემდეგ. კიდევ უკეთესია თუ იქნება ცალკე იჯრაზე, იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩვეულებრივ საჭმელს ტკბილეულს თუ მიაყოლებთ, კუჭის წვენის დათრგუნვა მოხდება. ნამეტანი არ გვინდა. ტკბილი მადის მომმატებელია, მაგრამ თუ ბავშვი გამხდარია, კალორაჟის მოსამატებლად შეგვიძლია მივცეთ ან ცალკე იჯრაზე, ან სადილის შემდეგ,“- მოცემულ საკითხზე ყარამან ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი,“- შალვა ამონაშვილის რჩევები მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია, გაბრაზების ზღვარზე ყოფნისას თავი შეიკავონ და ბავშვს არ დაუყვირონ:

„როდესაც ზღვარზე ხარ მისული და უნდა აფეთქდე, სწორედ მაშინ უნდა შეიკავო თავი. მიხვედი ზღვარზე, ახლა დაიყვირებ, ან გააგდებ, ან კუთხეში დააყენებ, ამ ზღვარზე ხარ. იქ უნდა გაჩერდე. უნდა გაითვალისწინო, რომ თვითონ დიდი ხარ და ბავშვი პატარაა. გამოსავალი არის! იმას თუ არ ეყურება, მე ხომ მეყურება. თუ დავეშვები და მისი სიმაღლიდან დავუწყებ ლაპარაკს, ერთმანეთს გავუგებთ. იმის ენაში უნდა შევიდე, იმის მოთხოვნილებებში უნდა შევიდე. უნდა შევიდე მის ხასიათში და მან უნდა მიმიღოს. როდესაც ერთნი გახდებით, იქ შეიძლება უთხრა: „შვილო, ნუ წახვალ გეხვეწები,“ როდესაც მეგობართან უნდა წასვლა ბავშვს, მაგრამ არ გინდა, რომ წავიდეს. ამ დროს ბავშვი გამგები ხდება. ის ასეთი გამგებია თანატოლებთან და არა დიდებთან. მე უნდა გავუხდე ის თანატოლი, რომელიც მას ყველაზე მეტად გაუგებს. ეს გამოსავალია.

როდესაც ზღვარზე ხარ, სადღაც სავარძელი გედგას, გადექი და ატირდი ცრემლებით, ხომ მაინც გეცრემლება გული. შენმა ბიჭმა თუ გოგომ გიყუროს: „რა ვუქენი დედაჩემს?“ რაც მის თავსა და გულში მოხდება, ეს უკვე აღზრდის პროცესია. აღზრდის ქიმია მიმდინარეობს. ბავშვი თავის თავს სჯის, რცხვენია, ერიდება. ცრემლები მეთოდია აღზრდისა და სულსაც წმენდს.

საღამოთი რომ დააწვენ ბავშვს, უთხარი: „შვილო, როგორი მყევხარ. დიდი ბოდიში, რომ დღეს ასე მოხდა და იქნებ ასე ვიცხოვროთ. შენ მასწავლე, როგორ ვიცხოვროთ.“ თუ ბავშვი მუქარით წავიდა: „წახი, ახლავე დახუჭე თვალები, ძილის დროა!“ მისი სული ფორიაქდება. თუ ცუდი ზღაპრები უამბეთ ბავშვს, ვიღაცამ ვიღაც დაგლიჯა, ვიღაც მოიტაცეს, 3-5 წლის ბავშვი ასეთ ზღაპრებს ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. მას რაღაც კეთილი უნდა გაატანო, ლოცვები, იავნანა. შეიძლება ძალიან წყნარი, კარგი მუსიკა ჩაურთოთ ბავშვს,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“ 

წაიკითხეთ სრულად