Baby Bag

„საშარდე სისტემის ინფექციებით ყოველწლიურად 150 მილიონი ადამიანი ავადდება,“- ლევან რატიანი საშარდე გზების ინფექციების შესახებ

„საშარდე სისტემის ინფექციებით ყოველწლიურად 150 მილიონი ადამიანი ავადდება,“- ლევან რატიანი საშარდე გზების ინფექციების შესახებ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ექიმების“ წამყვანებმა საშარდე გზების ინფექციების კლინიკურ გამოვლინებებსა და სიმპტომებზე ისაუბრეს:

„შარდსასქესო სისტემის ინფექციები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა სამყაროში. დაავადებათა შორის ის უამრავ გართულებას იძლევა. საშარდე სისტემის ინფექციებით 150 მილიონი ადამიანი ავადდება ყოველწლიურად. ეს დაავადება ყველაზე ხშირად ქალებს ემართებათ. ცხოვრების რაღაც ეტაპზე 5-დან ერთ ქალს აუცილებლად შეაწუხებს რომელი სახის საშარდე სისტემის ინფექცია და მოუწევს მკურნალობის ჩატარება. ქალებს კაცებთან შედარებით მოკლე შარდსადენი აქვთ, რაც ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბაქტერიებს, რომ გამრავლდნენ და შარდის ბუშტამდე მიაღწიონ. შესაძლოა, ეს ინფექციები აღმავალი გზით წავიდნენ.

საშარდე გზების ინფექციები, შესაძლოა, ყოველთვის არ იწვევდეს სიმპტომურ და კლინიკურ გამოვლინებებს. როდესაც იკვეთება გარკვეული ნიშნები, სიმპტომები შემდეგი შეიძლება იყოს: შარდვის ძლიერი და გახშირებული სურვილი, წვის შეგრძნება შარდვისას, ხშირი და მცირე რაოდენობით შარდის გამოყოფა, ამღვრეული შარდი, მოწითალო ან მოვარდისფრო შეფერილობის შარდი ან სისხლის ნაკვალევი შარდში, მძაფრი სუნის შარდი, მენჯის ტკივილი.

იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია თირკმელშიც მოხვდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს შეიძლება დაერთოს წელის ტკივილი, მაღალი სიცხე და შემცივნება, გულისრევა და ღებინება,"- აღნიშნეს ექიმებმა. 

წყარო: ​„ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

92 წლის ამ მოდურ ქალს ინსტაგრამზე 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს - ნახეთ ფოტოები

92 წლის ამ მოდურ ქალს ინსტაგრამზე 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს - ნახეთ ფოტოები

ჰელენ რუთ ვან ვინკლი 92 წლისაა და ამ ასაკის ყველაზე მოდურ ქალად ითვლება. ცნობილი ადამიანები, როგორიცაა რიჰანა და მაილი საირუსი კი მისი თაყვანისმცემლები არიან. ჰელენი ინსტარგამზე Baddie Winkle-ის სახელითაა დარეგისტირებული და ამჯერად 4 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. 

თუმცა სანამ სოციალურ ქსელში აქტიურობას დაიწყებდა, კენტუკის შტატში მშვიდად ცხოვრობდა, უვლიდა ეზოს და ყოველ კვირას ეკლესიაში დადიოდა. ინსტაგრამი შვილიშვილის დახმარებით შექმნა. პირველი ფოტო კი მოკლე შორტებსა და მაისურში გადაიღო. სწორედ აქედან დაიწყო მისი პოპულარობა. 

წაიკითხეთ სრულად