„მშობლებს ხშირად ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი ჩუტყვავილას დროს!“ პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით,“- პედიატრი მაია ჩხაიძე

პედიატრმა მაია ჩხაიძემ ჩუტყვავილას დროს ბავშვის მოვლის წესებსა და იმ გართულებებზე ისაუბრა, რომელიც ინფექციას შეიძლება ახლდეს:

„ჩუტყვავილა ბავშვთა ინფექციების ჯგუფს მიეკუთვნება. ახლა ბევრი შემთხვევაა. ზოგადად ბავშვთა ინფექციები ბავშვთა ასაკში ემართებათ, თუმცა დიდებსაც შეიძლება დაემართოთ, იმიტომ, რომ თუ არ აქვს ადამიანს ბავშვობაში მოხდილი, გადამდებია. ყველა ბავშვთა ინფექციას ახასიათებს გართულებები. ჩუტყვავილას დროს მისი გადამდებლობა ძალიან მაღალია. წითელას შემდეგ ის მეორე ადგილზეა. მისი გადამდებლობის ინდექსი არის 12, რაც ნიშნავს, რომ ერთ დაავადებულ ადამიანს შეუძლია სწრაფად დაავადოს 12 ადამიანი.

ჩუტყვავილას გადადება ხდება როგორც ჰაერწვეთოვანი, ასევე გამონაყარში არსებული ბუშტუკების შიგთავსის მოხვედრისგან. მისი ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ 14-21 დღეა. კონტაქტიდან სანამ გამონაყარი დაიწყება ადამიანი გადამდებია რამოდენიმე დღით ადრე. ბოლო გამონაყარიდან ფუფხი როდესაც გაჩნდება კიდევ 5 დღის განმავლობაში არ არის სასურველი, რომ ბავშვთა კოლექტივში წავიდეს ასეთი ბავშვი.

ჩუტყვავილა განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. გართულებები ახასიათებს იმუნოკომპომეტირებულ ან თანმხლები დაავადებების მქონე ბავშვებს. გართულებებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გართულება არის ენცეფალიტი. შესაძლებელია ყველაზე ხშირად განვითარდეს რბილი ქსოვილების ინფექცია, ბუშტის შიგთავსი შეიძლება დაინფიცირდეს, ბავშვმა ხელი მოჰკიდოს და ინფექცია შეეჭრას. ძალიან ბევრისგან გამიგონია, რომ მშობლებს ვიღაცები ეუბნებიან: „არ დაბანოთ ბავშვი!“ არავითარ შემთხვევაში! პირიქით, უნდა დაიბანოს ბავშვი ბაქტერიოციდული დასაბანი საშუალებებით და შემდეგ უნდა წავუსვათ ბეტადინის ხსნარი. ბრილიანტის მწვანე აღარ არის ხმარებაში, რადგან ის სურათს გვიშლის და მწვანე შეფერილობის ქვეშ ვერ ვხედავთ, როგორი მდგომარეობა აქვს ფუფხებს. თუ ბავშვი არის იმუნოკომპომეტირებული ან ადამიანი არის მოზრდილი, შესაძლოა, ექიმმა დაუნიშნოს ჰერპესის საწინააღმდეგო პრეპარატები. თუ ენცეფალიტი დადასტურდა, იქ აუცილებლად საჭიროა ინტრავენური ჰერპესის საწინააღმდეგო მკურნალობა, რომელიც ორკვირიან კურსს გულისხმობს,“- მოცემულ საკითხზე მაია ჩხაიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„რადიო ფორტუნა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი,“- დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ადამიანის თავისუფალი ნების სწორი მიმართულებით წარმართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ადამიანებმა თავისუფლება დაარქვეს იმას, რაც მათ უნდათ. სურვილს აყოლა ჰგონიათ ადამიანებს თავისუფლება. ეს სურვილის თავისუფლება პირიქით, შეიძლება დამღუპველიც იყოს ადამიანისთვის და გამანადგურებელიც იყოს მისთვის. პავლე მოციქულს აქვს საოცრად აღწერილი ეს თავისუფლებასთან დაკავშირებით. კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს ასეთ რამეს, რომ მე ყველაფრის კეთება შემიძლია, მაგრამ ის, რისი კეთებაც შემიძლია, ყველაფერი სასარგებლო არ არის. მე გავარკვევ რა არის სწორი და მხოლოდ იმას გავაკეთებ, რაც სასარგებლოა.

ხშირად სასარგებლო, რაც სწორია და კარგია, შესაძლოა, შენს სულ არ უნდოდეს, როგორც ბავშვებშია, რომ ცუდი, ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი საკვები უფრო უნდათ, ვიდრე სასარგებლო. დედა რომ უმზადებს კარგ საჭმელს, ბავშვს ამის ჭამა არ უნდა. თუ ის ამას კარგად გაიაზრებს და მშობელიც კარგად აუხსნის, მერე სხვანაირად ფიქრობს. მე ვიცი ბავშვები, რომლებსაც კოკა-კოლა რომ დაუდგა, არ სვამენ, მშობლებისგან ისე აქვთ ეს ახსნილი. ერთმა ბავშვმა მითხრა: „მამაო, ეს ხომ ძალიან ცუდია, რატომ დამისხი? მე მირჩევნია, ნატურალური წვენი დავლიო.“

ბავშვმა ისწავლა უარის თქმა. მშობელმა ისე სწორად, კარგად ასწავლა, თავში კი არ ჩაარტყა იმის გამო, რომ რატომ სვამს კოკა-კოლას, არა! აუხსნა, დააჯერა, კარგად გააგებინა ეს ყველაფერი,“- მოცემულ საკითხზე მამა შალვა კეკელიამ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ ისაუბრა.

წყარო:​ „ზღვარი მარინა კაჭარავასთან ერთად“ 

წაიკითხეთ სრულად