Baby Bag

რა არის პაიდოფებრილი - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

რა არის პაიდოფებრილი - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს

ზამთარში გაციება, საუნთქი გზების ინფექციები, გრიპი და სხვა რესპირატორული დაავადებები განსაკუთრებით აქტიურდება. მათთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი - თავის ტკივილი, სურდო, საერთო სისუსტე, ყურის ტკივილი, ცხელება/შემცივნება, კუნთებისა და სახსრების ტკივილი შემაწუხებელი ხდება.

ტემპერატურის მართვის დროს მშობლები ხშირად შეცდომებს უშვებენ, რადგან ზოგჯერ ცხელება პრეპარატებს არ ემორჩილება და აფთიაქებიც სხვადასხვა დასახელების მედიკამენტებს გვთავაზობს.

როგორც „ქიდს 0-9“ პროექტის ხელმძღვანელი, თამარ ჩუბინიძე ამბობს, ტემპერატურის საწინააღმდეგო პრეპარატებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია პაიდოფებრილი.

თამარ ჩუბინიძე: „პაიდოფებრილი ესპანური წარმოების პრეპარატია, რომელიც არის იბუპროფენის ჯგუფიდან. პაიდოფებრილი ესპანეთში ცნობილი ბრენდია და ერთ-ერთი მაღალი ხარისხის პრეპარატია. რაც უფრო მაღალი ხარისხისაა პრეპარატი მით უფრო სუფთად არის ტექნოლოგიურად დამუშავებული და შესაბამისად, გვერდითი ეფექტები მინიმუმამდე არის დაყვანილი. საქართველოს ბაზრის საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ამ პრეპარატის დამატება და მშობლებისთვის გაცნობა. პაიდოფებრილი ბავშვებისთვის წარმოდგენილია სიროფის სახით, აქვს ფორთოხლის არომატი და მისი გამოყენება ხდება ინსტრუქციაში მითითებული ასაკობრივი დოზირებით“.

„პაიდოფებრილის გამოყენება ზოგადად რეკომენდირებულია მაღალი ცხელების დროს. ცნობილია, რომ 38.5 გრადუსამდე რეკომენდებული არ არის დამწევი პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან, აღნიშნული ტემპერატურა არის ბუნებრივი რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად.

- როდის და როგორ ვმართოთ ცხელება?

- მაღალი ტემპერატურა განსაზღვრულ ზღვრამდე არ ვნებს ბავშვს, პირიქით ის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგჯერ უმჯობესია თავი აარიდოთ ტემპერატურის დაწევას, მით უმეტეს თუ ის შემაწუხებელი არ არის, მაგრამ თუ ბავშვს აწუხებს გაუწყლოება, ის მოთენთილია, მოდუნებულია, მივარდნილია, მაშინ სათანადო ზომები უნდა მიიღოთ. მაღალი ტემპერატურის დროს სითხის აორთქლება ძალიან სწრაფად ხდება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რომ ორგანიზმში სითხის რაოდენობა მუდმივად შეივსოს და ბალანსი არ დაირღვეს.

ცხელებას რაც შეეხება, ორი ტიპისაა, როდესაც ტემპერატურა 38.5 გრადუსამდეა და 38.5 გრადუსზე მაღალია.

38.5 გრადუსის დროს ტემპერატურის მართვა ხდება შემდეგნაირად: პირველ რიგში, აუცილებელია, ორგანიზმისთვის დიდი რაოდენობით სითხის მიწოდება. აღნიშნული ტემპერატურა არ საჭიროებს სიცხის დამწევების გამოყენებას. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და ეს არის ფებრილური გულყრა, რომელიც ტემპერატურულ რეაქციაზე ვითარდება და ასეთ დროს რეკომენდებულია სიცხის დამწევი მედიკამენტის მიღება.

მაღალ ცხელებას რაც შეეხება, ანუ 38.6 გრადუსის ზემოთ უკვე რეკომენდებულია სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება. ამ დროს ვიყენებთ პარაცეტამოლის ან იბუპროფენის ჯგუფს. იბუპროფენის ჯგუფიდან რეკომენდაცია შეგვიძლია გავუწიოთ პრეპარატს - „პაიდოფებრილი”, რომლის ეფექტიანობა მაქსიმალურად კარგია. ასევე ცხელების დროს შესაძლებელია გაგრილების მეთოდის გამოყენება.

პაიდოფებრილი - ეს არის:

ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი

ძლიერი მოქმედება და ხანგრძლივი და სხვა სიცხისა და ტკივილისგან.

პეიდოფებრილის ეფექტურობა: სხვადასხვა სიმპტომების გამოწვეული ცხელების დროს ვირუსული ინფექციების დროს რევმატოიდული ართრიტის დროს მსუბუქი და საშუალო სიძლიერის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის მოსახსნელად

რა უნდა იცოდეთ, ვიდრე დაიწყებთ პაიდოფებრილის მიღებისას? 

მნიშვნელოვანია მიიღოთ მცირე დოზა, რომელიც შეამსუბუქებს/გააკონტროლებს ტკივილს და არ უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი საჭიროზე მეტ ხანს მისი სიმპტომების გასაკონტროლებლად.

თუ სახლის პირობებში დედა ვერ მართავს ტემპერატურას, ვერ ხერხდება ბავშვის ორგანიზმის სითხით დატვირთვა, ბავშვს აქვს ძილიანობა, სისუსტე, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, თუ ცხელება სამ დღეზე მეტ ხანს გრძელდება უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

იხილეთ დამატებითი დეტალები პაიდოფებრილის შესახებ.

https://paidofebril.ge/


R. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მსუქანი ბავშვი არ არის ჯანმრთელი ბავშვი... მინდა, რომ ეს გააცნობიეროს ყველამ,“ - პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა ბავშვების უსაფრთხო კვებისა და მათი წონის კონტროლის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„მსუქანი ბავშვი არ არის ჯანმრთელი ბავშვი. მინდა, რომ ეს გააცნობიეროს ყველამ. ის ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს მისი წონის ასაკობრივ ნორმებს. ხშირად, როდესაც 2-3 კილოთი მეტია ბავშვი იმ წონაზე, რაც იმ თვის ბავშვს შეესაბამება, ეს არის უკვე სერიოზულად ყურადღებამისაქცევი, გასათვალისწინებელი და გასააზრებელი ექიმის მიერ. 

მინახავს, რომ ასეთი ბავშვები ვეღარც მოძრაობენ, წვანან. არ აქვთ ყველა ის ჩვევა, რაც უნდა ჰქონდეს იმ ასაკის ბავშვს. რატომ? იმიტომ, რომ წონაში არის მეტი. დედის რძეს უკეთ ინელებს ბავშვი. დაუმატეს კვება, ხომ? მას ამის მონელება უჭირს. რაოდენობის სწორად შერჩევაც უჭირთ, იმიტომ, რომ პარალელურად ხდება რძისა და ხელოვნური საკვების მიღება.ყველაფერი ამის გამო, ვთქვათ გაცივდა ბავშვი, ის ნახველს ვეღარ ათხევადებს, ფერმენტები აღარ ჰყოფნის, რადგან ეს მიდის მთლიანად საკვების მოსანელებლად. ამ დროს იწყება ხველა. ხველა იწყება და ფიქრობენ, რომ ავად გახდა ბავშვი. იწყება ანტიბიოტიკების გამოყენება, როდესაც სულ არ არის საჭირო. შეიძლება უბრალოდ კვების მოწესრიგებით ეს ყველაფერი მოგვარდეს. ხდება რეფლუქსი და ამ რეფლუქსის ფონზეა ეს ხველა და არა გაციების ფონზე. ბევრი რამ არის, რაც სწორედ უსაფრთხო კვებასთან არის დაკავშირებული და სწორედ არასწორ კვებასთან არის კავშირში,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად