ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია ზომიერ ფიზიკურ აქტივობაზე საუბრობს. ,,არასდროს ივარჯიშოთ ძილის წინ, მშიერზე, უზმოდ და არც საკვების მიღებისთანავე“ - აღნიშნავს მარი მალაზონია.
5 რჩევა ზომიერი ფიზიკური აქტოვობისთვის მარი მალაზონიასგან იხილეთ ვიდეოში
,,ვიმედოვნებ, რომ მალე, ძალიან მალე, გულიანად ჩაიხუტებთ შვილებს, მაგრამ ცხვირ-ტუჩის არეში მაინც არ აკოცოთ...''
პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სამი წლის წინ მის მიერ დაწერილ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პოსტს ეხმიანება. პედიატრი აღნიშნავდა, რომ ბავშვებისთვის ცხვირ-ტუჩში და ხელებზე არ უნდა ეკოცნა არც მშობელს და არც გარშემომყოფებისთვის მიეცათ ამის უფლება.
,,3 წლის წინ დავწერე ეს სტატუსი, როდესაც ფაქტს შევესწარი (მემორიმ გამახსენა)ზოგს მოსწონდა,ზოგი მსაყვედურობდა,ზოგი მლანძღავდა, შვილი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამო, მგონი, წინასწარ განვჭვრიტე. და აი, დადგა დრო...მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე, ძალიან მალე, გულიანად ჩაიხუტებთ შვილებს, მაგრამ ცხვირ-ტუჩის არეში მაინც არ აკოცოთ...'' - აღნიშნავს პედიატრი.