დერმატო-ვენეროლოგმა, მაკა დოღოზაშვილმა გადაცემაში საქართვბელოს პირველი არხის გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" თმის შეღებვასა და მის არასასურველ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სანამ ადამიანი თმის შეღებვას გადაწყვეტს, სასურველია, მან წინასწარ მიიღოს გარკვეული ინფორმაციები.
,,თუ დავსვამთ შეკითხვას - არის თუ არა თმის შეღებვა უსაფრთხო, მოკლე პასუხი ნამდვილად იქნება, რომ დიახ, არის. მაგრამ არსებობს ინფორმაცები, რომლებიც სასურველია, იცოდეს პაციენტმა, სანამ თმის შეღებვას გადაწყვეტს, მით უმეტეს, როდესაც ეს არის უბრალოდ გასახალისებლად. მაშინ, როდესაც მას არ მოსწონს საკუთარი თმის ბუნებრივი ფერი - ვურჩევდი, კარგად დაფიქრდეს. გაჭაღარავების დროს პაციენტი ხშირად იწყებს თმის შეღებვას და ეს ნამდვილად კარგი მეთოდია.
ტარდება არაერთი კვლევა იმ ნივთიერებებისა, რომლებსაც აქვს გარკვეული ტოქსიკური ან კონტაქტური ალერგენის ეფექტი. შესწავლა ხდება არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებსაც კლინიკური ჩივილები გამოუვლინდათ - ქავილი, სიწითლე, წვის შეგრძნება - არამედ, უსიმპტომო ადამიანებსაც შეისწავლიან. უსიმპტომო ადამიანებშიც კი კერატინოციტებს