Baby Bag

,,თუ ბავშვს სითხით დავტვირთავთ, ტემპერატურის მართვა გაგვიმარტივდება" - თემურ მიქელაძე

,,თუ ბავშვს სითხით დავტვირთავთ, ტემპერატურის მართვა გაგვიმარტივდება" - თემურ მიქელაძე

,,​ზოგადად, გრიპი ინტოქსიკაციით ხასიათდება. თვითონ ვირუსს აქვს ე.წ. ნეიროტროპული მოქმედება - მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ბავშვი არის მივარდნილი. ღებინება შესაძლოა, გრიპს ახლდეს, განსაკუთრებით, ადრეული ასაკის ბავშვების შემთხვევაში", - ამის შესახებ პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" ისაუბრა.

,,თუმცა, განსხვავებით კვებითი ტოქსიკური ინფექციისა, ინტოქსიკაციის ნიშნები შეიძლება, ორიდან ხუთ დღემდე გაგრძელდეს, მაღალ ტემპერატურასთან ერთად. მაშინ, როდესაც კვებით ტოქსიკურ ინფექციას შეიძლება, ერთჯერადად ახასიათებდეს ცხელება. გრიპის შემთხვევაში ცხელება ყოველ სამ საათში ერთხელ შემცივნებით, სამ-ხუთი დღის განმავლობაში გრძელდება. ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირი მკურნალობაა საჭირო - ეს გახლავთ ბევრი სითხის მიღება, ელექტროლიტური ხსნარების მიღება (ნაკლებობის შემთხვევაში). 

თუ ჩვენ ბავშვს რაიმე სასმელებს, საკვებს ვუკრძალავთ, გრიპის მიმდინარეობის შემთხვევაში, ნაწლავური ინფექციის თუ ტოქსიკური ინფექციის დროს ჯობს, მან ნებისმიერი საკვები მიიღოს, მათ შორის, იყოს ეს სწრაფი კვების ობიექტის ნაწარმი. მთავარია, მათ რაღაც შევთავაზოთ, მე არ მაქვს საუბარი გაურკვეველი წარმომავლობის სწრაფი კვების ობიექტებზე. აქ მთავარია, მას ავარიდოთ ჰოსპოტალიზაცია, არ გადავტვირთოთ ჰოსპიტალური სექტორი და მეორე შემთხვევაში ის უნდა ავარიდოთ გადასხმებს. მთავარი, უნიკალური სითხე წყალია. ჩვენ თუ ბავშვს, მაგალითად, მარილიან ჩხირებს შევთავაზებთ, წყლის მოთხოვნილება გაეზრდებათ. თუ მას სითხით დავტვირთავთ, ტემპერატურის მართვა გაგვიმარტივდება. ცნობილია, რომ რაც უფრო ადრეული ასაკის არის ბავშვი, მით უფრო მაღალია გამოშრობის რისკი", - აღნიშნა თემურ მიქელაძემ.

წყარო: ,,​პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ