Baby Bag

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

რა დროს არის შესაძლებელი, ქალმა ვერ გაიგოს საკუთარი ორსულობის შესახებ?

შესაძლებელია თუ არა, ქალი იყოს ორსულად და მან ამის შესახებ არ იცოდეს? - საკითხის შესახებ ექიმმა რეპროდუქტოლოგმა, მანანა მგალობლიშვილმა ,,იმედის დღის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

,,დიახ, შესაძლებელია, ქალმა ვერ გაიგოს, რომ არის ორსულად. მსგავსი შემთხვევა ჩემს პრაქტიკაში ყოფილა ორჯერ - ერთი იყო თბილისში და მეორე - ზუგდიდში. ჩემთან მოვიდა ქალი, რომელმაც არ იცოდა ორსულობის შესახებ, იყო 8 თვის. შეაწუხა სიმძიმემ, მუცლის ტკივილმა. გავუკეთეთ ექოსკოპია და ველოდით ყველაფერს, გარდა იმისა, რომ ნორმალური, ჯანმრთელი, 8 თვის ბავშვი დაგვხვდებოდა. მეორე შემთხვევას რაც შეეხება - უბრალოდ, ქალს ჰქონდა ციკლის გადაცდენები თვეობით, ამიტომ ვერ მიხვდა. ამასთან, ჰქონდა უშვილობა, დაახლოებით 3-4 წლის მანძილზე და ამ პრობლემის გამო მოგვმართა სწორედ. ისიც 8 თვის ორსული იყო.

ჩემს ბავშვობაში გამიგია ,,ფსიქოლოგიური ორსულობა", რაც ნიშნავს, რომ ქალს იმდენად უნდა - იყოს ორსულად, რომ მუცელიც კი ეზრდება. ადრე, ექოსკოპია რომ არ არსებობდა, ქალები ჩვეულებრივ მიდიოდნენ 9 თვემდე. ხვდებოდნენ იმით, რომ ციკლი უწყებოდათ. 

არსებობს ობიექტური მიზეზები იმისა,  ქალი ვერ მიხვდეს, რომ ის არის ორსულად. მაგალითად, ქალებმა, რომლებსაც ისედაც აქვთ თვეობით ციკლის გადაცდენები, იციან  ამ პრობლემის შესახებ და ფიქრობენ, რომ არის მორიგი გადაცდენა. გარდა ამისა, ვისაც ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება - მოიმატა წონაში და მიაჩნია, რომ მუცელიც წონაში მატების გამო გაეზარდა. როდესაც 20 კვირის ვადაზე მუცელში ბავშვი გამოძრავდება, ქალისთვის ესეც კი არ არის უტყუარი ნიშანი ორსულობისა - შესაძლოა, ის მაინც ვერ მიხვდეს. ძალიან ბევრი სუბიექტური შეგრძნებაა, რომელიც შეიძლება, ორსულს ჰქონდეს. გამორიცხულია, ორსულობის დროს ქალს ჰქონდეს მენსტრუაცია, მაგრამ არსებობს სისხლდენის შემთხვევები", - განმარტავს მანანა მგალობლიშვილი.

წყარო: ,​,იმედის დღე"


შეიძლება დაინტერესდეთ

„საჭიროა თუ არა ორსულობისას თავს მოუარო?“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

„საჭიროა თუ არა ორსულობისას თავს მოუარო?“ - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი

ხატია სიჭინავა მეოთხე შვილს ელოდება. ორსულობის შესახებ კი ინსტაგრამზე პოსტებს ხშირად აქვეყნებს. გთავაზობთ მის ერთ-ერთ პოსტს, რომელის ორსულობის დროს თავის მოვლის აუცილებლობას ეხება:

„საჭიროა თუ არა ორსულობისას თავს მოუარო? რა თქმა უნდა, ქალი ხდება უფრო ზანტი და ზარმაცი, ეცვლება ხასიათი და გემოვნება, მაგრამ უნდა მოერგოს თავის ორგანიზმს და არ მისცეს მოდუნების საშუალება, ეცადოს საკუთარ თავს და მუცელში მცხოვრებ პატარას მოეწონოს, რადგან ნებისმიერი ემოცია დედისგან პატარას გადაეცემა. მაგალითად, არის საკვები, რომელსაც ჩემი პატარა ვერ იტანს და როცა ამ საკვებს მივირთმევ, უკმაყოფილოდ მიბრახუნებს, რადგან ხმას ჯერ ვერ მაწვდენს. ასე რომ, მუცლადყოფნიდანვე კონტაქტშია თქვენთან, მთავარია მოუსმინოთ,“ - აღნიშნავს ხატია სიჭინავა ინსტაგრამის პოსტში. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Moms.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)

წაიკითხეთ სრულად