Baby Bag

რა იწვევს მეტეორიზმს და როგორ მკურნალობენ მას ესპუმიზანით

რა იწვევს მეტეორიზმს და როგორ მკურნალობენ მას ესპუმიზანით

აირების ჭარბწარმოქმნასა (მეტეორიზმი) და მუცლის შებერილობას შეუძლია, მნიშვნელოვანი დისკომფორტისა და უხერხულობის წინაშე დაგაყენოთ. გადავსების შეგრძნებას, მუცლის არეში ტკივილს, რომელიც ამ პრობლემებს ახლავს თან, შეუძლია ჩვენი ყოველდღიური შრომისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეამციროს და განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

​მეტეორიზმი მუცლის შებერილობაა, როდესაც ნაწლავები აირების ჭარბი რაოდენობით ივსება, რაც ტკივილსა და დისკომფორტს იწვევს. როგროც წესი, აირების გარკვეული რაოდენობა ნაწლავებში ყოველთვის არის. მათი გამომუშავება ორგანიზმში საკვების მიღებისას, მონელების პროცესში, ფიზიკური დატვირთვის დროს შეიძლება მოხდეს და ამაში უჩვეულო არაფერია. მიუხედავად ამისა, როცა ნაწლავებში აირი ჭარბი რაოდენობით გროვდება და მათი გამოყოფა შენელებულია, დისკომფორტი იქმნება.
ხმაურიანი მუცელი, დაჭიმულობა მუცლის არეში, მუცლის ტკივილი, ბოყინის გახშირება, აირების უნებლიე გამოყოფა - ეს იმ არასასურველი სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც მეტეორიზმს ახლავს თან. რა თქმა უნდა, ქრონიკული მეტეორიზმი ექიმის ჩარევას აუცილებლად საჭიროებს, რათა მისი გამომწვევი მიზეზი დადგინდეს.
  • კვების პრობლემები
მეტეორიზმის გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი კვებასთან დაკავშირებული პრობლემებია. თუ გაქვთ რძის, გლუტენის, პარკოსანი კულტურების აუტანლობა, დიდი ალბათობით ამ შემადგენლობის მქონე პროდუქტების მიღების შემთხვევაში აირების ჭარბწარმოქმნა შეგაწუხებთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, იცნობდეთ საკუთარ მომნელებელ სისტემას და მასთან შესაბამისად იკვებოთ.
ამჯერად კვების პრობლემებში გავაერთიანებთ რაოდენობასა და სისწრაფესაც. მოერიდეთ ზედმეტად სწრაფად კვებას და ერთბაშად დიდი რაოდენობით საკვების მიღებას, რადგან ორივე შემთხვევაში, ასე თქვენს მომნელებელ სისტემას სამსახურს ნამდვილად არ უწევთ, მეტეორიზმი კი ამგვარი დაძაბულობის პასუხია.
  • დაავადებები
ნაწლავში აირების ჭარბი წარმოქმნა შეიძლება დაავადებაზე მიანიშნებდეს, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. მეტეორიზმის გამომწვევ დაავადებათა პალიტრა მრავალფეროვანია: წვრილი ნაწლავის ბაქტერიების ჭარბი გამრავლება, წყლულოვანი კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გასტროპარეზი, დიაბეტი, პეპტიკური წყლული და ა.შ. ამიტომ, თვითმკურნალობას სჯობს, აირების ჭარბწარმოქმნის მიზეზი სამედიცინო პროფესიონალმა დაადგინოს.
საბედნიეროდ, არსებობს მედიკამენტები, რომლებიც მეტეორიზმის წინააღმდეგ ეფექტიანად იბრძვიან - ერთ-ერთი ასეთი ესპუმიზანია (გაგონილიც გექნებათ ტელევიზორიდან: „ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ“).
ესპუმიზანი მეტეორიზმის წინააღმდეგ
ჰოლივუდური ფილმის სახელივით ნამდვილად ჟღერს, თუმცა სიმართლეა - ​ესპუმიზანი ​შებერილობისა და მუცელში ჭარბი აირებისგან გასათავისუფლებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. პრეპარატის აქტიური ნივთიერება სიმეთიკონი აირის ბუშტუკების ზედაპირის დაძაბულობას ამცირებს, რაც გაზის გამოყოფას აადვილებს. ამ გზით, ესპუმიზანი მომნელებელ სისტემაში ჭარბი აირების დაგროვების პრევენციასაც უზრუნველყოფს.
ესპუმიზანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა მისი მიღების ფორმის მრავალფეროვნებაა - მას ვხვდებით კაფსულების, ფხვნილისა და წვეთების სახით და ამის დამსახურებით, ის ნებისმიერი ასაკის ადამიანმა შეიძლება მიიღოს. სიმეთიკონის ნეიტრალობისა და უსაფრთხოების დამსახურებით, ესპუმიზანის წვეთების (ესპუმიზანი L, ესპუმიზანი ბეიბი) გამოყენება ნებისმიერი ასაკის პაციენტებშია შესაძლებელი - ახალშობილობიდან ღრმა სიბერემდე - მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასხვა დაავადების შემთხვევაში ან ოპერაციის შემდეგ. ჩვილების შემთხვევაში წვეთების გამოყენების მოსახერხებლობა მთავარი უპირატესობაა.
ესპუმიზანის სხვადასხვა ფორმას, რა თქმა უნდა, მიღების განსხვავებული წესი აქვს:
  • ესპუმიზანი ექსტრას შემთხვევაში, მოზრდილებსა და მოზარდებს 14 წლის ასაკიდან ზემოთ შეუძლიათ ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
  • 40 მგ-იანი კაფსულების შემთხვევაში, მოზრდილებსა და 6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, მიიღონ 1-2 კაფსული 3-5-ჯერ დღეში. პრეპარატი მიიღება პერორალურად ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
  • ესპუმიზანი L ჩვილებში - 1მლ. , დაახლოებით 25 წვეთი, ემატება ბავშვის საკვების ბოთლში, ან უნდა მიაღებინოთ პრეპარატი პატარა კოვზით ძუძუთი კვების წინ ან შემდეგ. 1-6 წლის ბავშვებმა იგივე რაოდენობის, 25 მლ. ესპუმიზანი დღე-ღამეში 3-5-ჯერ უნდა მიიღონ. 6-14 წლამდე მოზარდების შემთხვევაში პრეპარატის რაოდენობა 1-2 მლ-მდე იწევა (დაახლოებით 50 წვეთი) დღეში 3-5-ჯერ.
თუ ხანგრძლივად გრძნობთ მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნებას, გაწუხებთ ბოყინი, ხმაურიანი მუცელი და შებერილობა, ჩივილებს კი ხანგრძლივი ხასიათი აქვს და ესპუმიზანი ამ პრობლემებს ვერ აგვარებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, შესაძლოა, ეს ისეთი დაავადების ნიშნები იყოს, რომელსაც ცალკეული მკურნალობა ესაჭიროება.
რომ შევაჯამოთ, ნუ შეგეშინდებათ, მეტეორიზმი ტრაგედია არ არის - სულ მცირე, იმ სამყაროში, რომელშიც შეგიძლიათ, შეხვიდეთ პსპ-ს აფთიაქში, ესპუმიზანი შეიძინოთ, მიიღოთ და შებერილობა, ტკივილი და სხვა სიმპტომები უბრალოდ დაივიწყოთ. 
R.