Baby Bag

თუ ინსულტის ეს 3 ძირითადი სიმპტომი იცი, პაციენტის გადარჩენა შეგიძლია

თუ ინსულტის ეს 3 ძირითადი სიმპტომი იცი, პაციენტის გადარჩენა შეგიძლია

ინსულტის 3 ძირითადი სიმპტომი, რომელიც არ უნდა გამოგეპაროთ

1. ღიმილი 

ინსულტი სახის ნერვის დამბლას იწვევს. რაც იმას ნიშნავს, რომ ღიმილის დროს სახის ერთი ნაწილი მოძრაობს, მეორე კი დაშვებულია. 

2. ხელები 

ვცადოთ ნელ-ნელა ხელების მაღლა აწევა. ორივე ხელი სინქრონულად უნდა მუშაობდეს. 

3. მეტყველება 

თუ თქვენ ნელა იწყებთ საუბარს და თქვენი ლაპარაკი ბუტბუტს ემსგავსება, ეს საგანგაშო ნიშანია. სცადეთ საშუალო სირთულის წინადადებების განმეორება და ნახეთ რამდენად წარმატებულად გაართმევთ თავს. 

ინსულტისთვის მნიშვნელოვანია დრო 

მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან ვიზიტი დროულად მოხდეს. ექიმებს მხოლოდ 4,5 საათი აქვთ იმისთვის, რომ გადაარჩინონ პაციენტი და დაუბრუნონ ნორმალურ ცხოვრებას.


წყარო: გადაცემა „პირადი ექიმი“