Baby Bag

„ფილტვების ანთების დიაგნოსტირება ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს“

„ფილტვების ანთების დიაგნოსტირება ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს“

როგორ მივიტანოთ ეჭვი ფილტვების ანთებაზე? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით.

„ქვეყანაში სეზონური გრიპის აფეთქებაა, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გართულება პნევმონიაა. პნევმონია ანუ ფილტვის ქსოვილის ანთება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა ბავშვთა ასაკში, ძირითადად გვხვდება, როგორც ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების გართულება.

წარმოშობის მიხედვით ორი ტიპის პნევმონიას ვარჩევთ - საზოგადოებაში შეძენილს და საავადმყოფოსშიდა ინფექციას. ეს უკანასკნელი ვითარდება ჰოსპიტალიზაციის დროს კლინიკაში არსებული რომელიმე მიკრობის ზეგავლენით. პნევმონიას, როგორც ზოგადად, სასუნთქი გზების ინფექციებს, ახასიათებს ხველა, ცხელება, თუმცა მხოლოდ ამ ნიშნებით მასზე ეჭვის მიტანა ძნელია. დაავადების დიაგნოსტირება, რა თქმა უნდა, ექიმის საქმეა, მაგრამ ეჭვის მიტანა ამ დაავადებაზე ყველა დედამ უნდა იცოდეს. ამისათვის დათვალეთ სუნთქვის სიხშირე.

როგორ დავთვალოთ სუნთქვა?

სუნთქვის აქტი ორი ფაზისაგან შესდგება - შესუნთქვა და ამოსუნთქვა. ამ ორი ფაზის დათვლით ვიღებთ 1 სუნთქვით აქტს.
უკვე გიამბეთ, რომ ადრეული ასაკის ბავშვები ხშირად სუნთქავენ. პნევმონიის დროს სუნთქვის სიხშირე კი განსაკუთრებით მატულობს.
სუნთქვა აუცილებლად მშვიდ მდგომარეობაში უნდა დათვალოთ, რადგან მოძრაობისას ის ხშირდება. აუცილებლად დათვალეთ 1 წუთის მანძილზე სრულად, რადგან ბავშვებში სუნთქვა არიტმულია.

გადაუდებლად უნდა მიმართოთ ექიმს, თუ თქვენი პატარას სუნთქვის სიხშირე 1 წუთის მანძილზე არის:

2 თვემდე - 60 და მეტი
2 თვიდან 1 წლამდე - 50 და მეტი
1 დან -2 წლამდე - 40 და მეტი
2 -დან 5 წლამდე 30 და მეტი
სუნქვის გახშირება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების, მათ შორის პნევმონიის, ასევე ბრონქოსპაზმის მთავარი ნიშანია და ამიტომ დახმარებისათვის ექიმს დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ,“ - წერს პედიატრი თამარ ობგაიძე.

შეიძლება დაინტერესდეთ

პომიდვრის გემრიელი სუპი თქვენი პატარებისთვის

პომიდვრის გემრიელი სუპი თქვენი პატარებისთვის

პედიატრი თამარ ობგაიძე გვთავაზობს გემრიელი სუპის რეცეპტს პომიდვრით და ბოსტნეულით, რომელიც 9-10 თვიდან შეგიძლიათ მისცეთ თქვენს პატარებს.

„კარგად გარეცხეთ ბოსტნეული - (სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი) დაჭერით და დაასხით ცხელი წყალი ისე, რომ დაიფაროს. დაუმატეთ 1 თავი პატარა ზომის ხახვი, პატარა ზომის კანგაცლილი გახეხილი ან დაბლენდერებული პომიდორი, თითო ძირი კამა და ოხრახუში და ხარშეთ თავდახურულ ჭურჭელში.
მოხარშვის შემდეგ ამოიღეთ ხახვი და მწვანილი. მოხარშული ბოსტნეული გახეხეთ სახეხზე. თუ მიღებული სუპი სქელი კონსისტენციისაა, დაუმატეთ ადუღებული წყალი. მზა კერძს დაუმატეთ 1 ჩ.კ მცენარეული ზეთი. 
მოკლედ, სანამ ზაფხულია, ისიამოვნეთ!“ - აღნიშნავს პედიატრი.

წაიკითხეთ სრულად