• არ იწვევს შეჩვევას;
„ნიუ-ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობა ლაპაროსკოპიული ქირურგიითა შესაძლებელი. მკურნალობის აღნიშნულ მეთოდს ბევრი დადებითი მხარე აქვს, მათ შორის, შემცირებული ჰოსპიტალიზაციის პერიოდი, შემცირებული ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, პაციენტის ნაადრევი გააქტიურება, უკეთესი კოსმეტიკური ეფექტი, ქსოვილების უკეთესი ვიზუალიზაცია ოპერაციის მსვლელობისას და ა.შ.
თემაზე უფრო დეტალურად MomsEdu.ge-სთან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ქირურგმა, ზოგადმა ქირურგმა და ლაპაროსკოპისტმა ნოდარ ჩხიკვაძემ ისაუბრა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკით, კოლორექტული კიბო სიხშირით მესამე, ხოლო სიკვდილიანობით მეორე ადგილზეა. ყოველ წელს 2 მილიონამდე ადამიანი ავადდება კოლორექტული კიბოთი, საიდანაც 950 ათას ადამიანამდე კვდება ამ დაავადებით. სამწუხაროდ, ყოველწლიურად იზრდება კოლორექტული კიბოთი დაავადებულ ადამიანთა რიცხვი (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, 2040 წელს კოლორექტული კიბოთი ავადობა 2 მილიონიდან - 3,5 მილიონამდე გაიზრდება).
კოლორექტული კიბოთი მამაკაცები 30 პროცენტით უფრო ხშირად ავადდებიან. კონკრეტულად ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, საქართველოში ყოველწლიურად გვაქვს 700-მდე პირველადი შემთხვევა. აღნიშნულ დაავადებას კაცებში უკავია მეოთხე (ფილტვის, პროსტატის და შარდის ბუშტის სიმსივნეების შემდეგ), ხოლო ქალებში მესამე ადგილი (ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების შემდეგ).“
რისკები, რომლებიც შეგვიძლია ავირიდოთ:
რისკები, რომლებსაც ვერ ავირიდებთ თავიდან:
- რა სიმპტომები მიგვანიშნებს კოლორექტულ კიბოზე?
ნოდარ ჩხიკვაძე: „კოლორექტულ კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ ახასიათებს. სიმპტომები ჩნდება მაშინ, როდესაც სიმსივნე იწყებს ზრდას და გავრცელებას.
სიმპტომებია: დისკომფორტის და ტკივილის შეგრძნება მუცლის მიდამოში, მუცლის შებერილობა, წონაში კლება უმიზეზოდ, დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი, ფაღარათის და შეკრულობის მონაცვლეობა, სისხლიანი დეფეკაცია, ცრუ დეფეკაციის მოთხოვნა - „ტენეზმები“, ანემია”.
- როგორ ხდება კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს ,,ნიუ-ჰოსპიტალსში’’?
ნოდარ ჩხიკვაძე: „კოლორექტული კიბოს დიაგნოსტირება კომპლექსურია და იგი მოიცავს რადიოლოგიურ, ინსტრუმენტულ და ლაბოლატორიულ კვლევებს.
აღვნიშნავ, რომ ჩვენს ჰოსპიტალში ყველა საჭირო კვლევა დანერგილია და მუშაობს აბსოლუტურად გამართულად.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ კოლორექტული კიბოს მკურნალობის თითქმის სრული სპექტრია. მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას, სწორი ნაწლავის კიბოს დროს კი სხივურ თერაპიას. ადგილობრივ მკურნალობას, როგორებიცაა: ტრანსარტერიული ქემოემბოლიზაცია, რადიოსიხშირული და რადიოტალღური აბლაცია. ასევე, სისტემური მკურნალობის მეთოდები, მაგალითად, ქიმიოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ.“
- რას გულისხმობს ლაპაროსკოპიული ქირურგია?
ნოდარ ჩხიკვაძე: „ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიური ოპერაციები ხორციელდება, როგორც ღია ტრადიციული წესით, ასევე ლაპაროსკოპიული მეთოდით ანუ მცირე ინვაზიური მეთოდით. ლაპაროსკოპიული ოპერაციის დროს მუცლის ღრუს ამა თუ იმ ორგანოზე ხდება ქირურგიული ჩარევა მუცელკვეთის გარეშე. ლაპაროსკოპიულ ოპერაციას თავის მხრივ ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტი ინდივიდუალურია და ყველა პაციენტთან ოპერაციის ტიპის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.“
- როგორ მიმდინარეობს პროცედურა, რეაბილიტაციის პროცესზეც რომ ვისაუბროთ
ნოდარ ჩხიკვაძე: „როგორც წესი, ლაპაროსკოპიული კოლორექტული ქირურგიის შემდეგ, ეს იქნება ოპერაცია მსხვილ თუ სწორ ნაწლავზე, პაციენტის გააქტიურება ხდება ოპერაციიდან პირველივე დღეს და კლინიკაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია შეადგენს 4-5 დღეს. კლინიკიდან გაწერის შემდეგ პაციენტებს არ აქვთ არანაირი მძიმე რეჟიმი და განსაკუთრებული სირთულეები, მხოლოდ მცირე დიეტა და მძიმე ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა“.
- და ბოლოს, არის თუ არა შესაძლებელი ნაწლავის სიმსივნის პრევენცია?
ნოდარ ჩხიკვაძე: „სრულად პრევენცია არის შეუძლებელი. თუმცა, შესაძლებელია სკრინინგით დაავადების ადრეულ სტადიაზე ან პოლიპების აღმოჩენა და მათი მოშორებით შემდგომში კიბოდ გადაგვარების არიდება. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შესაძლებელია დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკ-ფაქტორების მართვით:
R.
წაიკითხეთ სრულად